“მარშუტკების” ეპოქა დასასრულს უახლოვდება – მერიაში ხელშეკრულების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ

“მარშუტკების” ეპოქა დასასრულს უახლოვდება – მერიაში ხელშეკრულების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ

313
გაზიარება

ყვითელი “მარშუტკების” ეპოქა თბილისში დასასრულს უახლოვდება.თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დედაქალაქის ახალ სატრანსპორტო სქემაში ყვითელი ავტობუსების და მარშუტკების“ ადგილს ვეღარ ხედავს.
„ყვითელმა ავტობუსებმა და სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს“,- განუცხადა ბითაძემ „ინტერპრესნიუსს“. მისი თქით, დღის წესრიგშია კომპანია„თბილისის მიკროავტობუსთან“ არსებული ხელშეკრულების გადახედვა. როგორც ცნობილია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის უფლება „თბილისის მიკროავტობუსს“ 2031 წლამდე აქვს. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური შინაარსის განცხადებები მერიის მაღალჩინოსნებმა ადრეც გააკეთეს.მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობდა თბილისის მერიც. კახა კალაძემ მიკროავტობუსების მომავალს ფრანგული კომპანია „სისტრას“კვლეებს უკავშირებს
„კვლევას გვიკეთებს ფრანგული კომპანია „სისტრა“. გაზაფხულზე იქნება ზუსტი მონაცემები, თუ როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორ იქნება ერთმანეთის კვეთაში მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები. თუ ჩვენ კვლევა გვეტყვის, რომ მიკროავტობუსებიც აუცილებელია ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნა, რომ ისინი განახლდეს და ჩანაცვლდეს ახალი ტრანსპორტით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
არის თუ არა ამგვარი ცვლილებებისთვის  მზად კომპანია? როგორც ადრე  “თბილისის მიკროავტობუსში”  „სითი კვირას“ განუმარტეს, მერიის მსგავსად, კომპანიაც „სისტრას“ დასკვნას ელოდება და მათი  სამოქმედო გეგმაც ამ დასკვნის შესაბამისი იქნება.”
“გადაწყვეტილებას ჩვენ  მერიასთან ერთად მივიღებთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მომხმარებელი ახალ სტანდარტებზე მორგებული, ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველვყოთ“, – აცხადებენს „თბილისის მიკროავტობუსში”.
მოკლედ, ალბათობა იმისა, რომ თბილისის ქუჩებში  ყვითელი „მარშუტკები“ აღარ იმოძრავებენ ან ახლებით ჩანაცვლდებიან, საკმაოდ მაღალია. არსებული ინფორმაციით, „სისტრას” კვლევის დეტალები ნოემბერში გახდება ცნობილი.

კომენტარი