როგორ იქცა მიტოვებული სახლი საოცარ სასახლედ – 7 მეგობრის ახდენილი ოცნება

როგორ იქცა მიტოვებული სახლი საოცარ სასახლედ – 7 მეგობრის ახდენილი ოცნება

492
გაზიარება

შვიდმა ჩინელმა მეგობარმა გადაწყვიტა, ეყიდათ იდეალური სახლი, რათა პენსიაზე გასვლისას იქ ერთად ეცხოვრათ. საოცარი მიზანია, არა?
ყველაფერი ხუმრობით დაიწყო- ვის ეყოფოდა სიმამაცე და დანაზოგი მსგავსი სურვილის ასასრულებლად… როგორც აღმოჩნდა, ამ გოგონებმა შეძლეს ის, რაც სურდათ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა გუანჯოუს გარეუბანში 700 კვ.მ. ფართის მქონე სახლი იპოვა, მათ პენსიაზე ერთად გასვლის გეგმას ხორცი შეესხა.

გოგონები ერთმანთს უკვე 20 წელზე მეტია, იცნობენ.
ის, რაც შეიძლება მხოლოდ სურვილად დარჩენილიყო, შარშან რეალობად იქცა. მეგობრებმა 580 000 აშშ დოლარი მოაგროვეს და სახლი იყიდეს. წითელი აგურით ნაშენები მიტოვებული სახლი მალე გადაიქცა თანამედროვე, ლამაზ სახლად, უფრო სწორად, სამსართულიან სასახლედ, ლამაზი მთების ფონზე, გარშემო ტყითა და ბაღით.
მიუხედავად იმისა, რომ სახლი საკმაოდ განმარტოვებით დგას, ის ახლომდებარე ქალაქიდან ერთი საათის სავალზეა.
“ალბათ, ერთად მოვამზადებთ ხოლმე საჭმელს, ან ბარბექიუს მინდორში და ბევრს ვიმღერებთ”. – ამბობენ მეგობრები.

 

კომენტარი