ახალი საბაგირო გზების სივრცითი კონცეფციის დამუშავების პროექტი ნოემბერში დასრულდება

ახალი საბაგირო გზების სივრცითი კონცეფციის დამუშავების პროექტი ნოემბერში დასრულდება

87
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობის ინიციატივით, სამება-მახათას მთის და სამგორი – ვაზისუბნის საბაგირო გზების მშენებლობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა.
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც დედაქალაქში საბაგირო გზების სივრცითი კონცეფციის დამუშავებას ეხება, კომპანია „გეოგრაფიკმა“ გაიმარჯვა. მათ შორისაა, ისნის რაიონში, ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ზონაში, სამება-მახათას მთისა და სამგორი – ვაზისუბნის ტერიტორიაზე მოაზრებული საბაგირო გზების მშენებლობა.
შეხვედრას, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქლაქო სამსახურის წარმომადგენლები და კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელი გიორგი გოცირიძე ესწრებოდნენ, რომელთაც პროექტის მნიშვნელობასა და განხორციელების გზებზე ისაუბრეს.
ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, დარგის სპეციალისტებს პროექტის შესახებ, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ხედვა გააცნო და კვლევისთვის საჭირო ინფორმაციაც მიაწოდა. აქცენტები გაკეთდა, სამება-მახათას მთის საბაგირო გზის მნიშვნელობაზე ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ასევე ვაზისუბნის საბაგიროს საზოგადოებრივ ტრანსპორტად ქცევასა და სხვა დეტალებზე.
„ისნის რაიონის ისტორიულ ნაწილს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რაც დედაქალაქის სტუმრების დიდ ინტერესს იწვევს. ვფიქრობ, სამება-მახათას საბაგიროს მშენებლობა, თბილისში კიდევ ერთ ტურისტულ მარშრუტს განავითარებს. არანაკლებ მინიშვნელოვანი ვაზისუბნის საბაგიროს აღდგენაა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსხვავებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილად განვიხილავთ. სპეციალისტების მიერ მომზადებული კვლევა, კი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს უფრო ნათლად დაგვანახებს “, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
დედაქალაქში, ახალი საბაგირო გზების სივრცითი კონცეფციის დამუშავების პროექტი საწყის ეტაპზეა და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

კომენტარი