პარკირების წლიურმა ხარჯმა თბილისში შესაძლოა, 1300-1400 ლარს გადააჭარბოს – რა ხდება ევროპაში?

პარკირების წლიურმა ხარჯმა თბილისში შესაძლოა, 1300-1400 ლარს გადააჭარბოს – რა ხდება ევროპაში?

106
გაზიარება

პირველი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა კოტე აფხაზისა და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება.პირველ აგვისტომდე ფასიანი პარკირების ზონებზე შესაბამისი მონიშვნები დაიხაზება და საგზაო ნიშნებიც განთავდება. ფასიანი პარკირებები სამ – A, B და C ზონებად დაიყოფა. პარკირების საფასური A ზონაში საათში  ერთ ლარს შეადგენს, B ზონაში – 2 ლარს, ხოლო C ზონაში – 3 ლარს. რაც შეეხება გადახდის ფორმას, ეს შესაძლებელი იქნება გადახდის აპარატებით. ასევე, ოფიციალური ვებგვერდის – parking.tbilisi.gov.ge-ის საშუალებით. ამასთანავე, შესაძლებელია  აპლიკაცია Tbilisi Parking -ის  ჩამოტვირთვა და მისი მეშვეობით გადახდაც. როგორც მერიაში აცხადებენ, მომავალში პარკირების დაახლოებით ანალოგიური სისტემა ამოქმედდება მთელი თბილისის მაშტაბით. გამოდის, რომ საშუალოდ 1 საათიანი პარკირება თბილისში2 ლარი დაჯდება. 2 საათი 4 ლარი ანუ ავტომფლობელს მხოლოდ პარკირებაში თვეში 120 ლარის გადახდა მოუწევს, რაც წელიწადში დაახლოებით 1300 -1400 ლარია.
მსგავსი სისტემა მოქმედებს ევროპის ქალაქებშიც. ევროპაში  ფასი დამოკიდებულია იმაზე,თუ რამდენად ახლოა პარკირების ადგილი ქალაქის ცენტრთან. მაგალითად, ბერლინის ცენტრში, ავტომობილის 15 წუთით პარკირება  0,25 – 0,50 ევრო ღირს. ქალაქის საქმიან ნაწილში  ავტომობილის ერთი საათით გაჩერება 3 ევრო ჯდება. არის ისეთი ადგილებიც, სადაც 1-საათიანი პარკირება  4 ევრო ღირს.
ავსტრიის დედაქალაქში   1 საათიანი პარკირება 2 ევრო  ჯდება,თუმცა ერთი და იგივე ადგილზე გაჩერება 2 საათზე მეტხანს დაუშვებელია.
ბრიუსელი, ორ  – მწვანე და წითელ ზონად არის გაყოფილი. წითელ ზონაში პირველი 1 საათით პარკირება 2 ევრო ღირს. მეორე საათის შემთხვევაში ფასი სამ ევრომდე იზრდება. მწვანე ზონაში  ფასები 0,5 ევროთი ნაკლებია. პარკირების მაქსიმალური დრო 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
პარიზში პარკირების ფასი საათში 1,2 ევროდან იწყება და 3,6 ევრომდე აღწევს გააჩნია ადგილმდებარეობას. სხვა ევროპული ქალაქებისაგან განსხვავებით პარკირების საფასურის ქეშად გადახდა პარიზში შეუძლებელია. ავტომფლობელები სპეციალურ აბონემენტს Paris Carte -ს ყიდულობენ, რომელიც მინიმუმ 15 მაქსიმუმ 40 ევრო ღირს.
რომში 1 საათიანი პარკირება 5 ევრო ღირს. იქაც ისევე როგორც პარიზში, შესაძლებელია სპეციალური აბონემენტის ყიდვა , რომლის ფასი 12 ევროდან იწყება და 40 ევროს აღწევს.
ამსტერდამში პარკირება 4 დან 5 ევრომდე ჯდება. დღიური აბონემენტის ფასი 30-50 ევროს შეადგენს.
მადრიდი ბრიუსელის მსგავსად ზონებადაა დაყოფილი.  პარკირების მინიმალური ფასი 1,15 ევროა, მაქსიმალური 2,2 ევრო.  ესპანეთის დედაქალაქში დღიური აბონემენტის მაქსიმალური ღირებულება 27 ევროს შეადგენს.

კომენტარი