ეევრობასკეტი 2021 თბილისში – სად აშენდება და როგორი იქნება ახალი დარბაზი? (...

ეევრობასკეტი 2021 თბილისში – სად აშენდება და როგორი იქნება ახალი დარბაზი? ( ვიდეო)

96
გაზიარება

უკვე გადაწყვეტილი ამბავია, 2021 წელს საქართველო, კერძოდ,თბილისი ევრობასკეტ-2021 წელს უმასპინძლებს. ეს ამბავი გუშინ მიუნხენში ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა თურგაი დემირელმა გამოაცხადა.
ფაქტობრივად გადაწყვეტილია ისიც, რომ  ევრობასკეტის შესარჩევი მატჩები თბილისში ახალ, 15 ათასიან არენაზე გაიმართება. როგორც კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, ახალი არენა დიღომში აშენდება.  ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური არენის მშენებლობა 2021 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.  როგორი იქნება ახალი არენა, ეს იმ ვიდეორგოლში ჩანს, რომელიც ქართულმა მხარემ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს მიუნხენში წარუდგინა.

კომენტარი