ამბავი წვერიან ქალზე – უჩვეულო ისტორია XIX საუკუნის თბილისიდან

ამბავი წვერიან ქალზე – უჩვეულო ისტორია XIX საუკუნის თბილისიდან

362
გაზიარება

მხატვარმა და მწერალმა, კარაპეტ გრიგორიანცმა არაერთი ძველთბილისური ამბავი შემოგვინახა, რომელსაც მკითხველი დღესაც ინტერესით ეცნობა. გრიგორიანცი იმ უჩვეულო ამბებს გვიყვება, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში საუკუნეზე ადრე მომხდარა. ასე რომ, ის საინტერესო ადამიანებისა თუ შთამბეჭდავი ისტორიებისკენ მიგვიძღვება, რომლებიც ძველთბილისურ ცხოვრებას სხვა თვალით გვანახებს.
ერთ-ერთი ასეთია ისტორია წვერიან ქალზე.
“თუ არ ვცდები, 1880 წელს ადესიდან ჩამოსულ ურიებმა სასტუმრო გრანტოტელის ქვეშ ერთი თვალი მაღაზია დაიქირავეს და აქეთ იქით განცხადება გააკრეს, რომ ამა და ამ დღიდან ამა და ამ ადგილას შეგიძლიათ პირადა ინახულოთ ერთი იშვიათი გასაოცარი ქალი, რომელსაც ნახევარი არშინი წვერი აქვს. რომელიც დამტკიცებულია ადესელი ექიმების შემოწმებული და დამტკიცებული ქაღალდებითა. ამგვარმა იშვიათმა ამბავმა მთელი საზოგადოება მიიზიდა და მოხიბლა, ეს საქმე იმით იყო გასაოცარი, რომ გავლილ საუკუნოებშიაც არსად არა თქმულა და არც გაგონილა, არც სადმე წერებულა. გარდა ამისა შემსვლელთაგანს თუ სდომნოდა ქალის ასოს გასინჯვა, უნდა 100 მანეთი მიეცა და გაესინჯა. საუბედუროთ, ჩვენი ქალაქის ხალხი მხოლოდ იმათს დაკუმენტების წაკითხვით ირწმუნებდა, რომ ნამდვილათ ქალია. ეს ურიები მთელს წლის განმავლობაში დიდი ძალი ფული შეაქუჩეს და ისევ ადესაში დაბრუნდნენ. ერთს მშვენიერ დღეს, როდესაც ის ქალი დამთვრალა და ერთს ბაღში ჩასძინებია, უნახავთ, რომ ეს შემოწმებული ქალი არის ნამდვილი ვაჟკაცი.” – წერს კარაპეტ გრიგორიანცი საკუთარ წიგნში – “ძველი თბილისის იშვიათი ამბები”.

კომენტარი