დუმბაძის გამზირის დასაწყისში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დუმბაძის გამზირის დასაწყისში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

32
გაზიარება

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში მდებარე N1-4 კორპუსებთან, დუმბაძის გამზირის დასაწყისში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ.მ. ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, სარწყავი სისტემები მოეწყობა და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება. ამასთან, უკვე მოეწყო განათების სისტემა.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.
სამუშაოები, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „გია კონსტრაქშენი“ ახორციელებს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
სკვერის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 999 ლარია გათვალისწინებული.

კომენტარი