თბილისში მწვანე ნარგავები შეწამლეს

თბილისში მწვანე ნარგავები შეწამლეს

67
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, დედაქალაქის მასშტაბით, აქტიურად აგრძელებს მწვანე ნარგავების შეწამვლას.
შეიწამლა ჭრაგავლილი ფიჭვნარები, ცაცხვის ხეები და სხვა მწვანე ნარგავები, სულ 24 189 ხე და 4 100 ბუჩქი.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ცნობით, ჭრაგავლილი ფიჭვანარები შეიწამლა შემდეგ მისამართებზე:
წყნეთის გზაზე – დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ტერიტორია, ნუცუბიძის მე-5 მ/რ, მე-3 კორპუსი, კაკლების დასახლება, გურამიშვილის გამზირი №17; №19; №21; №23; №41 და 114-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ, სანზონის დასახლების №16; №25; №26; №27 კორპუსები, 32-ე საჯარო სკოლასთან, გუდამაყრის ქუჩის №2 და №5 კორპუსები, მაჩაბლის ქუჩა N3, თემქის მე-4 და მე-6 კორპუსები, კერესელიძის №5, კრწანისის №14 სკვერის ტერიტორია, მოსკოვის გამზირის №39, გობრონიძის ქუჩა, თემქის ასასვლელი, ცირკის, გმირთა მოედნის და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია.
ცაცხვები შეიწამლა შემდეგ მისამართებზე:
ფერიცვალების დედათა მონასტრის ტერიტორია, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ყაზბეგის, მელიქიშვილის, რობაქიძის, მოსკოვის გამზირები; არბოს, ზუბალაშვილების, ფალიაშვილის, ცაბაძის, ლესელიძის, ხიზანიშვილის, სარაჯიშვილის, გობრონიძის, ქიაჩელის, შეშელიძის, მიცკევიჩის, აბაშიძის, კოსტავას, მანჯგალაძის, კრწანისის და გორგასლის ქუჩები; მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია.
ასევე, შეიწამლა დიღმის ტყე-პარკში, ვერის ბაღსა და დედა-ენის ბაღში არსებული მწვანე ნარგავები.

კომენტარი