18 ივლისს დედაქალაქში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

18 ივლისს დედაქალაქში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

30
გაზიარება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძის, მარაბდისა და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, პეკინის გამზირის, იყალთოს, გამსახურდიას, ბახტრიონის, კოსტავას, დოლიძისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კასტელისა და ნესტან-დარეჯანის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ლორთქიფანიძის, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, მელიქიშვილის, ბარნოვისა და ზალდასტანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, სერგო წულაძის, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, ნარგიზის, რუსუდანის, ციხისძირის, ივლეთის, თეთრიწყაროსა და ბაქარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების, ქინძმარაულისა და ველისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, შეშელიძისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ნინოშვილისა და ფოცხვერაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ “თელასში”.

კომენტარი