Wi-Fi-ით აღჭურვილი ავტობუსის “ჭკვიანი” მოსაცდელები – იდეა თბილისის მერს

Wi-Fi-ით აღჭურვილი ავტობუსის “ჭკვიანი” მოსაცდელები – იდეა თბილისის მერს

199
გაზიარება

მოქალაქე რომან ბადალიანი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს თბილისში არსებული ავტობუსის მოსაცდელების მობილური ოპერატორებისთვის დროებით გადაცემის იდეით მიმართავს. იდეის ავტორის აზრით, სარგებლობაში გადაცემის შემდგომ მობილური ოპერატორები მოსაცდელებს “ჭკვიან” მოსაცდელებად აქცევენ.
“ავტობუსების გაჩერების მიწა, გარკვეული ვადით (მაგალითად, 15 წლით), უნდა გადაეცეს მობილურ ოპერატორებს სარგებლობაში იმ პირობით, რომ გააკეთებენ ჭკვიან გაჩერებებს, მოაწყობენ განათებას, Wi-Fi კავშირს, მონიტორს ავტობუსების გრაფიკის შესახებ და სხვა საზოგადოებისთვის საჭირო სიკეთეებს. ამის სანაცვლოდ, ისინი განათების ბოძში დაამონტაჟებენ გადამცემებს და გააუმჯობესებენ მობილურ კავშირს.” – აღნიშნავს რომან ბადალიანი.
იდეა შესაბამის ვებგვერდზეა ატვირთული და ამჟამად განხილვის პროცესშია. თუ წინადადება 2500-ზე მეტ მხარდამჭერს მოაგროვებს, ის განსახილველად თბილისის მერიას გაეგზავნება.

კომენტარი