როგორი იქნება 600 კვ.მ-ზე განთავსებული ახალი სკვერი კრწანისის რაიონში?

როგორი იქნება 600 კვ.მ-ზე განთავსებული ახალი სკვერი კრწანისის რაიონში?

125
გაზიარება

კრწანისის რაიონის გამგეობამ გორგასლის ქუჩის N 39-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. 600 კვ.მ-ზე განთავსებული ახალი სკვერი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.
პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სატრენაჟორო კომპლექსი, საბავშვო ატრაქციონები, ბილიკები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი. სკვერი გამწვანდება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით და მოეწყობა საბაღე გაზონი. ასევე, დამონტაჟდება სკამები და დაიგება დეკორატიული ფილები.
ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დაწყებამდე კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.
„წლების განმავლობაში ადგილობრივ მცხოვრებლებს სურვილი ჰქონდათ, რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორია, ფაქტობრივად ნაგავსაყრელად იყო ქცეული. გამგეობამ მოახდინა ადგილზე არსებული შენობის დემონტაჟი და მიწის სამუშაოები დაიწყო. თანამედროვე ტიპის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევუქმნათ მოსახლეობას. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე, კრწანისში უკვე ხუთი ახალი სკვერი მოეწყო, ახლა კი სკვერის მოწყობის სამუშაოები პარალელურად ოთხ მისამართზე მიმდინარეობს“, – აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ.

კომენტარი