პროექტები, რომლებიც გლდანის რაიონში 2019 წლის იანვრიდან დღემდე განხორციელდა

პროექტები, რომლებიც გლდანის რაიონში 2019 წლის იანვრიდან დღემდე განხორციელდა

78
გაზიარება

მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, გლდანის რაიონში 63 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
სამუშაოების ფარგლებში, 32 მისამართზე შენობის ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა, შეკეთდა შვიდი ამორტიზებული ლიფტი, შიდა წყალარინების სისტემა მოსახლეობას ათ მისამართზე მოუწესრიგდა, სართულშუა ნაპრალები ორ მისამართზე ამოივსო, ხოლო საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები (კიბეები, აივნები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს მეტალის კარი) 12 მისამართზე განხორციელდა.
გამგეობის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები, რომლებიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეასრულეს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მათი ღირებულება 1 199 876 ლარია.
ამავე პროგრამით, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N2 კორპუსში ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა და სართულშუა ნაპრალები ამოივსო. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო დამატებით, 22 მისამართზე მიმდინარეობს.

კომენტარი