რატომ მოანგრიეს ასფალტი პარკირებული ავტომობილების გარშემო?

რატომ მოანგრიეს ასფალტი პარკირებული ავტომობილების გარშემო?

493
გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ამ სურათმა მოქალაქეებში არაერთგვაროვანი ემოცია გამოიწვია. ავტომობილების გარშემო მონგრეულმა ასფალტმა ზოგი გააცინა, ზოგიც გააბრაზა.
“სითი კვირა” შეეცადა, გაერკვია, თუ რა მოხდა დიდუბის რაიონში, რობაქიძის გამზირზე.
ზოგადად, ასფალტის დემონტაჟის დროს წინასწარ არკვევენ, თუ ვინაა კონკრეტულ ადგილას პარკირებული ავტომობილის მფლობელი, რომელსაც აფრთხილებენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების გამო, მანქანა სხვა ადგილას გააჩეროს.
მოკლედ, ამბავი ასეთია:
სანამ სამუშაოები დაიწყებოდა, არაერთხელ სცადეს, დაკავშირებოდნენ ფოტოზე გამოსახული ავტომობილების მფლობელებს, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ერთი-ერთი მათგანი, რომელთან დაკავშირებაც მოხერხდა, თბილისში საერთოდ არ იმყოფებოდა. ამიტომ, მუშებმა გადაწყვიტეს, სანამ ევაკუატორი მოვიდოდა და მანქანებს გადაიტანდა, დრო არ დაეკარგათ, მუშაობა დაეწყოთ და ასფალტი აეყარათ. ეს ფოტო კი გუშინაა გადაღებული, სანამ ევაკუატორი ავტომობილებს გადაიტანდა.
ასფალტის ახალი საფარი ამ მონაკვეთზე გუშინვე დააგეს.

avto

1 2

კომენტარი