ჩუღურეთის რაიონში სახლს ამაგრებენ

ჩუღურეთის რაიონში სახლს ამაგრებენ

49
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ნინოშვილის N38-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ მისამართზე 16 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველისა და კედლების გამაგრება, ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობების მოჩარჩოება ხდება.
მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის ღირებულება 160 000 ლარია.
ნინოშვილის N38-ში გასულ წელს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ წყალარინების სიტემა სრულად შეიცვალა.
მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში თბილისური ტიპის რვა საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა, ხოლო ათ მისამართზე გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარი