ვარკეთილში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ვარკეთილში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

127
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილში სხვადასხვა მისამართზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ბურდულაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა.
ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში N414 და N416 კორპუსებთან მისასვლელი გზები და შიდა ეზოები წესრიგდება. დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. ჯამში 7 300 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ მისამართებზე წყალარინების მილები შეიცვალა და ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
პროექტს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „ენდი როუდი“ ახორციელებს, ჯამური ღირებულება კი 400 000 ლარია.

კომენტარი