ისნის რაიონში ტერიტორიების რეპელენტით დამუშავება დაიწყო

ისნის რაიონში ტერიტორიების რეპელენტით დამუშავება დაიწყო

135
გაზიარება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ისნის რაიონში ტერიტორიების რეპელენტით (ქვეწარმავლების დამაფრთხობელი ხსნარით) დამუშავება დაიწყო. შესაწამლი ტერიტორიები ისნის რაიონის გამგეობამ მოქალაქეთა შეტყობინების საფუძველზე შეარჩია.
ამ ეტაპზე, ისნის რაიონში, ნავთლუღის ტერიტორიაზე, სპეციალური ხსნარით 13 მისამართზე მიმდებარე პერიმეტრის შეწამვლა ხდება, მათ შორის:

• არტურ ლაისტის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
• მეგობრობის ქუჩა;
• მიხეილ აბრამიშვილის ქუჩა;
• ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N133-ის, N147-ის და N151-ის მიმდებარედ;
• პაატა ჯანელიძის ქუჩა, რკინიგზის ლიანდაგების გასწვრივ;
• N9 სამხედრო ქალაქის დასახლება – შ. სოფრომაძის ქუჩა;
• მერვე ლეგიონის მოპირდაპირე მხარის მდებარე ტერიტორია;
• ა. დადიანის ქუჩა;
• ტბელ აბუსერიძის N74-ის მიმდებარედ;
• მოსკოვის გამზირის N29-ის მიმდებარე ტერიტორია.

სააგენტო, დედაქალაქის მასშტაბით, ტერიტორიების რეპელენტით დამუშავებას ყოველწლიურად, ტემპერატურის მატებასთან ერთად იწყებს.
სააგენტოს საქმიანობის მიზანია, ერთი მხრივ, მოსახლეობის დაცვა ქვეწარმავლებისაგან მომდინარე საფრთხისაგან და მეორე მხრივ, ქალაქის ტერიტორიაზე მოხვედრილი ქვეწარმავლების უსაფრთხოდ დაჭერა და მათი ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებზე დაბრუნება.
დედაქალაქში მოხვედრილი გველები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არაშხამიანი და სრულიად უსაფრთხოა.
გველის შემჩნევის შემთხვევაში, მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე – 032 2 421 424 და სააგენტოს ჰერპეტოლოგები ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიმდინარე წელს რეპელენტით 54 ჰექტარი ფართობის ტერიტორია დაამუშავა და გამოძახების საფუძველზე 321 ქვეწარმავალი დაიჭირა, რომლებიც შემდეგ ბუნებრივ არეალში დააბრუნა.
წელს კლიმატური პირობების არასტაბილურობისა და შედარებით დაბალი ტემპერატურიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით გამოძახებების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია.

კომენტარი