საბურთალოს რაიონში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

საბურთალოს რაიონში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

55
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა მისამართზე საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ვაჟა-ფშაველას გამზირის N14-ში, ამბროლაურის ქუჩა N166-ში მდებარე მე-7 კორპუსსა და ბახტრიონის N7-ში სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა. ქანობიანი სახურავი კი, ცინცაძის ქუჩა N43 კორპუსში შეკეთდა.
ამავე პროგრამით, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, ყაზბეგის გამზირის N3ა, ფანასკერტელის ქუჩა N17 კორპუსსა და იშხნელების ქუჩა N6-ში, სადაც წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით შეიცვლება.
ამჟამად, ლიფტების შეკეთების სამუშაოები რვა მისამართზე მიმდინარეობს. ათ მისამართზე სადარბაზოს შიდასარემონტო სამუშაოები ხორციელდება, დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩა N22-ში კი, სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები ტარდება.
აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 562 646 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი