„ერთად მივხედოთ ქალაქს“ – კახა კალაძე არქიტექტორებსა და ურბანისტებს მიმართავს

„ერთად მივხედოთ ქალაქს“ – კახა კალაძე არქიტექტორებსა და ურბანისტებს მიმართავს

200
გაზიარება

„ერთად მივხედოთ ქალაქს“ – ასე მიმართავს თბილისის მერი კახა კალაძე არქიტექტორებსა და ურბანისტებს და მათ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

თბილისის მერი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში გამოცხადებულ რეორგანიზაციის პროცესს თურქეთში ვიზიტისას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ზემოაღნიშნული სამსახურის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება ერთგვარი პრევენცია იქნება იმ შეცდომებისა, რომლებიც უკვე დაშვებულა ქალაქის ურბანულ ცხოვრებაში.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სამსახური, რომელიც ჩამოყალიბდა, – ამბობს კალაძე ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის შესახებ – შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კადრების ნაკლებობა.
მინდა, მივმართო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, თავისი წვლილი შეიტანოს ქალაქის სწორ განვითარებაში. ურბანული პრობლემები, რაც არის, წლების განმავლობაში დაგროვდა და არავის მოგვწონს. შესაბამისად, ამ სამსახურის ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტება მნიშვნელოვანია, რათა ქალაქი სწორად განვავითაროთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც წლების განმავლობაში იყო. ამიტომ, მინდა მივმართო ყველას, შემოიტანონ განაცხადი.
ერთად მივხედოთ ქალაქს“, – კახა კალაძე.

რაც შეეხება, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის კონკურსს, ამჟამად, hr.gov.ge-ზე 18 ვაკანსიაა გამოცხადებული.

კომენტარი