რომელია მსოფლიოს ყველაზე მუსიკალური ქალაქი?

რომელია მსოფლიოს ყველაზე მუსიკალური ქალაქი?

215
გაზიარება
Photograph: David Levene/The Guardian

როდესაც ვფიქრობთ მუსიკაზე, პირველ რიგში, ალბათ, დიდი ქალაქები, ლონდონი ან ნიუ იორკი გვახსენდება, მაგრამ იქნებ პატარა ქალაქებია ყველაზე მუსიკალური?

დავიწყოთ დიდი ქალაქით, ლონდონით, რომლის განუყოფელი ნაწილია მუსიკა. ლონდონში მუსიკა ყველგანაა: ქუჩებში, მიწისქვეშ, კლუბებში, ბარებში, სახლებში, კოშკებსა და საძინებელ ოთახებში. როლინგ სთოუნიდან ემი ვაინჰაუზამდე და სთორმზადმე, მუსიკალური სკოლებიდან საკონცერტო დარბაზებამდე და გალა კონცერტებამდე – ესაა ქალაქი, რომელიც მუსიკით ცოცხლობს და ქალაქი, სადაც ხალხს მუსიკა აერთიანებს.

Photograph: Jim Dyson/Getty Images for Red Bull
Photograph: Jim Dyson/Getty Images for Red Bull

უნდა ითქვას ისიც, რომ მხოლოდ ცოცხალი მუსიკალური პერფორმანსებით სავსე ადგილები არ ანიჭებს ქალაქს ყველაზე მუსიკალური ქალაქის სტატუსს.

ნიგერიის უდიდეს ქალაქ ლაგოსს აქვს მხოლოდ ერთი განსაკუთრებული ადგილი „ახალი აფრიკის აკლდამა“ (the New Afrika Shrine), რომელიც უდიდეს მნიშვნელობას სძენს ქალაქს თავისი მუსიკალური ისტორიით. გავიხსენოთ თუნდაც წითელი ქანების ამფითეატრი დენვერში – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი მსოფლიოს ძალიან პატარა ქალაქში.

არ უნდა გამოგვრჩეს ჩინეთის ქალაქი ტაიბეი – მანდარინების (ჩინელი მოხელე) პოპ მუსიკის ცენტრი. ტაიბეი სულ უფრო მეტად ცდილობს მუსიკალური მიმართულებით განვითარებას და თავისი ნიშის დამკვიდრებას მსოფლიოში.

ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი მუსიკალურ გვირგვინოსან ქალაქთა შორის არის ოსტინი (ტეხასი), რომელიც თავის თავს ცოცხალი მუსიკის დედაქალაქად მიიჩნევს. მთელი კვირის განმავლობაში ყოველ ღამით აქ ორასამდე მუსიკალურ პერფორმანსს ასრულებენ, ქალაქი უამრავ ფესტივალს მასპინძლობს, თუმცა ერთადერთი, რაც ამ ქალაქის მუსიკალურ განვითარებას უშლის ხელს გენტრიფიკაციის პროცესია.

„ცოცხალი მუსიკის ადგილების რაოდენობა არაფერს ნიშნავს, თუკი მასზე პოლიტიკური ზეგავლენის კვალი შეიმჩნევა. ბევრ ქალაქს აქვს მუსიკალური სკოლები, სტუდიები, საკონცერტო და სარეპეტიციო დარბაზები, თუმცა ძალიან ცოტა ქალაქს აქვს მუსიკის პოლიტიკის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული“ – ამბობს მუსიკის საკონსულტაციო ჟანრის დიპლომატი შაინ შაპირო.

არსებობს მუსიკალური დიპლომატიის სამსახური, რომელიც ქალაქებს ამ მიმართულებით განვითარებაში ეხმარება. მათი მიზანია, ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდონ, იფიქრონ მუსიკალურ ინფრასტრუქტურაზე ისე, როგორც განათლებაზე, ჯანმრთელობასა და ტრანსპორტზე ფიქრობენ და ზრუნავენ.
​შაპიროს განმარტებით, მუსიკის განვითარებისთვის საჭიროა ქსელური და ინფრასტრუქტურული განვითარება. ამ მხრივ, ის თვლის, რომ ლონდონი საკმაოდ წარმატებული ქალაქია. პირველად სწორედ ამ მეგაპოლისის მერიაში მიიღეს შემდეგი სახის გადაწყვეტილება: თუ საცხოვრებელი ფართი აშენებულია დადგენილი მუსიკალური ობიექტის გვერდით, დეველოპერმა უნდა გადაიხადოს თანხა ხმის იზოლაციისთვის. თუ კლუბის გვერდით საცხოვრებელ ბინაში გადადიხარ, უნდა შეეგუო ხმაურს.

არ უნდა გამოგვრჩეს ისეთი მუსიკალური ქალაქები, როგორებიცაა: ლივერპული, რომელმაც მსოფლიოს ბითლზები აჩუქა, ახალი ორლეანი – ჯაზის დაბადების ადგილი, მემფისი – სტოქსისა და სან რეკორდის მხარე, ბერლინი – ტექნოს მხარე, ვარანასი – კლასიკური ინდური მუსიკის მხარე, იამაჰას შემქმნელი მხარე – ჰამამაცუ.

Photograph: Copyright Apple Corps
Photograph: Copyright Apple Corps

სწორედ ამგვარი მემკვიდრეობაა მნიშვნელოვანი მუსიკის ქალაქებისთვის – ეს ხდის მათ კულტურულად ღირებულსა და მიმზიდველს. მაგრამ მხოლოდ ისტორია არ ქმნის მდგრად და წარმატებულ მუსიკალურ ინდუსტრიას.
როგორც შაპირო აღნიშნავს, ქალაქებისთვის მთავარია მუსიკის პოლიტიკის დაცვა, ინფრასტრუქტურის შექმნა და ამ მიმართულებით მდგრადი განვითარება.

Photograph: David Levene/The Guardian
Photograph: David Levene/The Guardian

ერთი რამ ყველასთვის ცხადია – მუსიკა არის იქ, სადაც უსმენენ და ასრულებენ.
ყველა ქალაქს აქვს საკუთარი რითმები, ჟღერადობა და ვიბრაცია თავის სივრცეში.

მოამზადა სალომე ეპიტაშვილმა

კომენტარი