თბილისში მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების ფიტოსანიტარული კვლევა იწყება

თბილისში მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების ფიტოსანიტარული კვლევა იწყება

136
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური თბილისში, მწვანე ნარგავებით დაფარულ ტერიტორიებზე მასშტაბურ ფიტოსანიტარულ კვლევას იწყებს.

ფიტოსანიტარული კვლევა ჩატარდება წყნეთის, კრწანისის, დიდგორის, კოჯრის, ლილოს, თბილისის ზღვის სატყეო უბნებსა და დენდროლოგიურ პარკში.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ცნობით, კვლევის დასრულების თარიღი 24 სექტემბერია, რის შემდეგაც, შედეგების საფუძველზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყება.

კომენტარი