ნაძალადევის რაიონში კორპუსების შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში კორპუსების შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

79
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი შენობების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი მიმდინარეობს ქვიშხეთის ქუჩის N3-ში, სადაც 45 მეტრი სიგრძის წყალსადენის მილი იცვლება. ასევე, მოეწყობა სამი საკომუნიკაციო ჭა.

როგორც ნაძალადევის რაიონის გამგეობიდან იუწყებიან, შიდა ქსელის შეცვლის შემდეგ ქვიშხეთის ქუჩის N3, N4 და N5 კორპუსებში წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს

 

კომენტარი