პროექტის – „თბილისის ცის ქვეშ“ – ფარგლებში გიო ცინცაძის კინომუსიკის საღამო გაიმართა

პროექტის – „თბილისის ცის ქვეშ“ – ფარგლებში გიო ცინცაძის კინომუსიკის საღამო გაიმართა

77
გაზიარება

დედაქალაქის მერიის ინიციატივითა და „არტაერას“ ორგანიზებით, პროექტის – „თბილისის ცის ქვეშ“ – ფარგლებში, ამაღლების ქუჩაზე, თბილისური ეზოს ფორმატში, გიო ცინცაძის კინომუსიკის საღამო გაიმართა.

მსმენელის წინაშე ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრი „კამერატა“ და ვოკალისტი ნინო ჩაჩუა წარდგნენ. ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი ლევან გოცირიძე, ხოლო მთხრობელები- კახა თოლორდავა, ინეკე სმიტსი და ქეთი მაჭავარიანი იყვნენ.

გიო ცინცაძე 60-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის მუსიკის ავტორია. მას არაერთ რეჟისორთან უმუშავია.

გიო ცინცაძის შემოქმედების ძირითადი ნაწილი მხოლოდ ციფრული ვერსიის სახით არსებობდა. სპეციალურად „თბილისური ეზოსთვის“  შეიქმნა რამდენიმე  ნაწარმოების  პარტიტურა, რომელიც ცოცხლად პირველად შესრულდა.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია სტუმართან, ერევნის მერის მოადგილე ტიგრან ვირაბიანთან ერთად დაესწრო.

კომენტარი