შანდორ პეტეფის ქუჩაზე გამწვანების ზოლი მოაწესრიგეს

შანდორ პეტეფის ქუჩაზე გამწვანების ზოლი მოაწესრიგეს

87
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის დასახლებაში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე, წულუკიძის IV შესახვევის N9, N11, N13 და N15 კოპრუსების მიმდებარედ, ცენტრალური გზის სავალი ნაწილის გასწვრივ არსებული მწვანე ზოლი მთლიანად მოაწესრიგა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ ჩატარდა ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება და გაწმენდითი სამუშაოები.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, ისნის რაიონის გამგეობამ ლითონის ბადიანი ღობეები მოხსნა და დაასუფთავა საცხოვრებელი კორპუსების წინამდებარე ტერიტორია, რომელიც გზის ცენტრალურ ნაწილს ესაზღვრება.

კომენტარი