ავჭალაში ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ავჭალაში ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

72
გაზიარება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ავჭალაში ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საბავშვო–გასართობი აქტივობა, აგრეთვე, ტურნირები სპორტის შემდეგ სახეობებში: კალათბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ფარიკაობა, ბატუტი. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების საშუალება ჰქონდათ, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს.

მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის ჩატარდა სხვადასხვა თამაში, შეჯიბრება და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები. მსურველები საბავშვო კინოჩვენებას დაესწრნენ. საღამო სალიოს კონცერტმა და დიჯეიმ დაასრულეს.

11

ფესტივალს დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე დაესწრნენ.

პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს დედაქალაქის მერია VTB ბანკთან ერთად ატარებდა და მის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა.

კომენტარი