არქიტექტურული ოცნებები ნოტრ-დამზე

არქიტექტურული ოცნებები ნოტრ-დამზე

197
გაზიარება

ნოტრ-დამის, იგივე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ტრაგიკული ხანძრიდან არც თუ ისე დიდი დრო გავიდა. 2019 წლის 15 აპრილს მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში უყურა, როგორ იწვოდა „ჩვენი ქალბატონი“.

და მას შემდეგ, არქიტექტურული კომპანიები გამუდმებით მუშაობენ ტაძრის გადახურვისა და სარესტავრაციო პროექტებზე.

friends-of-notre-dame-de-paris-inc_processed_56db48c61cbaa438be8afeae680af37a4761c615ed748994a6d343acc5165a11_background_imageმანამ, სანამ ნაწილი ნოტრ-დამის ურბანულ-გასართობ და დასასვენებელ ცენტრად გადაქცევაზე ფიქრობდა, ნაწილი კი – შენობის  სენსიტიურ რესტავრაციაზე სვამდა აქცენტს, არქიტექტურულმა საზოგადოებამ სასახლის სამომავლო იერსახის სხვადასხვა პროექტი წარმოადგინა.
იდეები და ხშირ შემთხვევაში, არქიტექტურული ოცნებები ნოტრ-დამზზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც საფრანგეთის მთავრობამ დამწვარი ტაძრის სახურავის რესტავრაციასა და აღდგენით სამუშაოებზე კონკურსი გამოაცხადა.

გთავაზობთ ოთხ განსხვავებულ, მოდერნიზებული გადახურვის იდეას, რომლებიც სხვადასხვა მსხვილმა არქიტექტურულმა კომპანიებმა საზოგადოებას წარუდგინეს.

1. სპეციფიკური იდეა ჰქონდა სტუდიო “NAB”-ს, რომელმაც ნოტრ-დამისთვის  „სათბურის სახურავის“ პროექტი წარმოადგინა. როგორც წარმომადგენლები აღწერდნენ, „ყველასთვის მწვანე“ სახელწოდების მქონე პროექტი გვაძლევდა ბიომრავალფეროვნების, განათლებისა და ერთიანობის განახლებულ სახეს.
დდ
2. კელბეტის ტრანსცენდენტული პროექტის მიხედვით – მდგრადი და ეკოლოგიური განვითარების მთავარი ნიშა იქნებოდა. ვინსენტ კელბეტის პროექტი ბუნებისა და ადამიანის შერწყმას, მათ სინთეზს წარმოადგენდა. ტაძრის სახურავზე აღმართული 10-მეტრიანი გამჭვირვალე მინისა და ხის კონსტრუქციის ატიკი ერთიანი გეომეტრიული ჰარმონიის შექმნას ემსახურებოდა. ამ ატიკს სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონოდა, ის უნდა ყოფილიყო „ერთგულების მფარველი“, „სულიერი განათების ჩირაღდნის“ სიმბოლო.
დ
3. ვალენტინო გარერის უტოპიური ხედვით, ტაძარს უნდა ჰქონოდა ახალი გუმბათები თავისი გამოყოფილი ფუნქციური სივრცეებით.  ვიზიტორებს დახვდებოდათ ტაძრის რელიქვიების მუზეუმი და პავილიონები მხატვრული და მუსიკალური ნამუშევრების გამოფენისთვის.
დდდ
4. ცენტ ალატარის პროექტის მიხედვით, სრულად უნდა განახლებულიყო შპილი, რომელიც მთლიანად მინის კონსტრუქციით იქნებოდა წარმოდგენილი. პროექტის ავტორის განცხადებით, ამგვარად ტაძარი თავის პირვანდელ ესთეტიკურ და ისტორიულ სახეს დაიბრუნებდა.

დ1

„სითი კვირასთვის“ მოამზადა სალომე ეპიტაშვილმა.

კომენტარი