თბილისის მერი კანდელაკის ქუჩაზე: 6 აგვისტოსთვის გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი

თბილისის მერი კანდელაკის ქუჩაზე: 6 აგვისტოსთვის გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი

124
გაზიარება

თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, პროექტის შეფერხების მიზეზი ის მძიმე ინფრასტრუქტურული გარემო გახდა, რამაც სამი დიდი კომპანიის სამუშაოები შეაფერხა.
თუმცა, ამ დროისათვის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგებულია და როგორც თბილისის მერი აანონსებს, ქუჩაზე გადაადგილება 6 აგვისტოსთვის თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

 „სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. პირველ რიგში, მძიმე მდგომარეობა იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, შესაბამისად, პირველი ეტაპის სამუშაოები მათი მოწესრიგებით დავიწყეთ. შემოვიდა ყველა კომპანია, რომელსაც მიწის ქვემოთ აქვს განთავსებული კომუნიკაციები. საუბარია „ჯივიპი“-ზე, „თელასსა“ და „ყაზტრანსგაზზე“. ყველა კომპანიას ჰქონდა პრობლემები სამუშაოების წარმოების დროს, სწორედ ამიტომ ვერ დასრულდა ეს პროექტი ამ დრომდე.
6 აგვისტოსთვის დაიგება პირველი ფენა, მთლიანად მოასფალტდება კანდელაკის ქუჩა, ხოლო ბუდაპეშტზე ქვედა ფენები უკვე დასრულებულია, ახლა მოხდება ჭების ამოწევა და ქუჩა გამზადდება ზედა ფენების დასაგებად. გარდა ამისა, კომპანია „თელასმა“ დაიწყო მუშაობა და ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გადმოკიდებული, მიწისქვემოთ ჩავა. ასევე დაიწყება საფეხმავლო ბილიკების, ტროტუარების მოწესრიგება და 6 აგვისტოსთვის გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება პროექტის სრულად დასრულებას, თავისი ლედგანათებებითა და ტროტუარების კეთილმოწყობით, აგვისტოს ბოლოს მოხდება”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა მსგავსი პროექტი ინფრასტრუქტურის ფუნდამენტურ მოწესრიგებას გულისხმობს და არა ასფალტის საფარის უბრალოდ დაგებას.

კომენტარი