„თბილისური ეზოების“ ზაფხულის სეზონი ჯანსუღ კახიძის საღამოთი დასრულდა

„თბილისური ეზოების“ ზაფხულის სეზონი ჯანსუღ კახიძის საღამოთი დასრულდა

70
გაზიარება

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „არტარეას“ ორგანიზებით, პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის ჯანსუღ კახიძის საღამო გაიმართა და ამით თბილისური ეზოების ზაფხულის სეზონი დასრულდა.

მსმენელის წინაშე ჯანსუღ კახიძის შვილი – დირიჟორი ვახტანგ კახიძე და ანსამბლი „რუსთავი“ წარსდგნენ, რომლებმაც სოლისტ-ინსტრუმენტალისტთა ანსამბლთან ერთად, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის ჯანსუღ კახიძის მიერ სხვადასხვა წელს დაწერილი სიმღერა შეასრულეს.

საღამო მიჰყავდა ვახტანგ კახიძეს, რომელიც მსმენელს მამის ცხოვრებიდან საინტერესო ისტორიებს მოუყვა.

3„თბილისური ეზოების სეზონი დამთავრდა ძალიან სასიამოვნო კონცერტით. ჩვენ მომავალ წლამდე დავემშვიდობეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მისამართიდან მისამართზე დაგვყვებიან და ჩვენთან ერთად ეცნობიან თბილისს, არაჩვეულებრივ ისტორიებს. ეს ეზო იყო განსაკუთრებული. გარდა იმისა, რომ ჯანსუღ კახიძის ეზო იყო, აქ, კახიძის 10 ნომერში ცხოვრობდა გალაკტიონ ტაბიძე, რომელსაც ამ ეზოზე ლექსიც აქვს დაწერილი“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, „თბილისის ცის ქვეშ“ მომავალ წლის მაისის ბოლოდან  სხვადასხვა მისამართზე ისევ გაგრძელდება.

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიასთან და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილთან ერთად დაესწრო.

კომენტარი