მწვანე ნარგავების შეწამვლა ფიტოსანიტარიული კვლევის საფუძველზე ხორციელდება – გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური

მწვანე ნარგავების შეწამვლა ფიტოსანიტარიული კვლევის საფუძველზე ხორციელდება – გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური

67
გაზიარება

როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიდან იუწყებიან, მათ მიერ, 4 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, 15 327 ძირი ხე და 2800 ბუჩქი შეიწამლა.

შეიწამლა ზაარბრიუკენის მოედნის ჭადრები
67764645_2486773141552490_6693194313016279040_o
მათივე ინფორმაციით, განმეორებით შეიწამლა ვაკის პარკში არსებული მწვანე ნარგავები და ჭრაგავლილი ფიჭვები შემდეგ მისამართებზე: ბუშის ხიდიდან აეროპორტამდე, გელოვანის გამზირზე, ბაქრაძის ქუჩაზე, გურამიშვილიდან თემქის ასასვლელზე; გურამიშვილის გამზირზე, ლისის ტბის ასასვლელზე, მოსკოვის გამზირზე, ცირკის, გმირთა მოედნისა და ვარაზისხევის მიმდებარედ, ვაჟა-ფშაველას გამზირის შუა ზოლზე და №25, №39, №49-თან; თამარაშვილის, შარტავასა და ნუცუბიძის ქუჩის № 34, №36, №38, №44, №46, №221-თან; ვარკეთილის 3, მე-4 მ/რ-ის 420-ე კორპუსის მიმდებარედ.
67583732_2486773018219169_4935743555768418304_o67728284_2486773074885830_4223534894581547008_oროგორც ზემოაღნიშნულ სამსახურში ამბობენ, შეწამვლა ხორციელდება ფიტოსანიტარიული კვლევის საფუძველზე და დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლას აქტიურად გააგრძელებენ.

კერძოდ: 4 აგვისტოს ჩათვლით, განმეორებით შეიწამლება თბილისის ტერიტორიაზე არსებული 6745 ძირი ჭადრისა და 1421 ძირი ცაცხვის ხე.
მწვანე ნარგავები შეიწამლება, ასევე, გლდანის მე-5 და მე-6 მ/რ-ს შორის მდებარე პარკში, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყნეთის N1-ში მდებარე სკვერში, ტუბერკულოზის ცენტრის მიმდებარედ და კოჯორში, ჩერონის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე.

კომენტარი