ტაქსებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს დასრულდება

ტაქსებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს დასრულდება

48
გაზიარება

როგორც 31 ივლისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ტაქსებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს დასრულდება და მძღოლებს ვაუჩერების აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გავცემთ ორი ტიპის ვაუჩერს. ერთი განკუთვნილია ავტომანქანის ფერის შეცვლისთვის, ხოლო მეორე – ინტერიერის ქიმიური წმენდისთვის. ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილებ მეორე ვაუჩერზე, რომელიც ასევე უფასოა. მინდა მივმართო A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის მფლობელებს, რომ ისარგებლონ ამ ვაუჩერით. შეგიძლიათ მიბრძანდეთ, ინფორმაცია მიიღოთ taxi.tbilisi.gov.ge-ზე, თუ სად შეგიძლია მიიღოთ ეს ვაუჩერები და სუფთა, მოწესრიგებული ავტომანქანებით მოემსახუროთ დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი