ორკესტრი „რიჩიოტი“ თბილისსა და რეგიონებში ღია კონცერტებს გამართავს

ორკესტრი „რიჩიოტი“ თბილისსა და რეგიონებში ღია კონცერტებს გამართავს

64
გაზიარება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 3 და 4 აგვისტოს, ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი “რიჩიოტი“ თბილისის სხვადასხვა უბანში მსმენელის წინაშე წარდგება.

3 აგვისტო

  • 12:00 საათიდან ორკესტრი კონცერტს დაიწყებს ახალ აღმაშენებელზე;
  • 17:00 საათზე წარდგება მრგვალ ბაღში;
  • 18:00 საათზე კუს ტბაზე
  • 21:00 საათზე ორბელიანის მოედანზე.

    4 აგვისტო

  • 19:30 საათზე მუსიკოსები კონცერტს რუსთაველის მეტროს მიმდებარედ გამართავენ.

თბილისში „რიჩიოტი“ წარმოადგენს ფალიაშვილის, ცინცაძის, ჰენდელის, ლაღიძის, ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის და სხვა გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

ანსამბლი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 25 კონცერტს გამართავს, როგორც ცენტრალურ და ტურისტულ ადგილებში, ისე გარეუბნებში, ბაღებში, სკვერებში, სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი შედგება 42 ახალგაზრდა მუსიკოსისგან. მათ რეპერტუარშია კლასიკური და ტრადიციული, ასევე პოპ მუსიკა და ჯაზი. ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგება ჰოლანდიაში მცხოვრები ვირტუოზი ქართველი კლარნეტისტი ლევან ცხადაძე. ის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია და რეგულარულად მართავს კონცერტებს როგორც ამსტერდამში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

კომენტარი