კვირის აფიშა

კვირის აფიშა

191
გაზიარება

„სითი კვირა“ გამცნობთ იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ მიმდინარე კვირაში.

ანსამბლ ადილეის კონცერტი
#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში გაიმართება.
ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები.
ფოლკლორის ცენტრის გალერეაში, ასევე წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები – გამოფენა გასტანს 30 სექტემბრის ჩათვლით.

სად: თბილისი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, დავით აღმაშენებლის გამზირი 68
როდის: 5 აგვისტო | 20:00 სთ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგამოფენა
გაიმართება ფოტოჟურნალისტის ბადრი ვადაჭკორიას ფოტოკოლექციის ,,ეს ჩემი საქართველოას“ გამოფენა.

სად: თბილისი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, დავით აღმაშენებლის გამზირი 68
როდის: 15 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით |10:00 სთ.

ქართული ტრადიციული სამოსის ექსპოზიცია
შეგეძლებათ ნახოთ XIX საუკუნის ქართული, ეროვნული სამოსის, ორიგინალი კოსტიუმის ანალოგები – ქალისა და მამაკაცის ქალაქური – თავადური, ხევსურული, აჭარული, თუშური ტრადიციული სამოსი (სამუზეუმე ექსპონატები), ასევე მათი გათანამედროვებული ვარიანტები, ოქრომკედით ნაქარგობის ნიმუშები. ტრადიციული მეთოდით დამუშავებული თექა, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსის ნიმუშები.

სად: თბილისი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, დავით აღმაშენებლის გამზირი 68
როდის: ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ორშაბათობით 10:00 დან 21:00-მდე

მუსიკის საზღვრები, საქართველო – საფრანგეთი
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გიმასპინძლებთ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტისა და პედაგოგი თეა დიკერო მარიამიძის საღამოზე. ეა დიკერო მარიამიძის მიერ საფრანგეთში დაარსებულია ასოციაცია „ქართული მარგალიტები“, რომელიც ემსახურება ქართული კლასიკური მუსიკისა და კულტურის გაცნობას ფრანგი მსმენელისთვის. ასოციაციის მიზანია შემოიკრიბოს ქართული კულტურით გატაცებული მუსიკოსები, ჩაატაროს კონცერტები, მასტერკლასები და სხვადასხვა ღონისძიებები. კონცერტები იმართება პარიზისა და საფრანგეთის რეგიონებში. ქართველები და ფრანგები ერთად უკრავენ – ვერსალის ბაროკოს ცენტრში, იმპერატრიცა ჟოზეფინას სასახლე „მალ მეზონში“, პარიზში არსებულ სხვადასხვა ქვეყნების კულტურულ ცენტრებში, ალფრედ კორტოს ისტორიულ დარბაზში, ეკლესიებში…

ასოციაციის სახელით თეა ატარებს ფორტეპიანოს გაკვეთილებს და წელიწადში ორჯერ მოსწავლეების კონცერტს. ზოგჯერ ამ კონცერტებს საქველმოქმედო მიზანიც აქვს. ასე მაგალითად, ერთ-ერთი კლასის კონცერტი მიეძღვნა ჰაიტის ბავშვების დახმარების ასოციაციას “Ti chans pou Haiti”, ასევე, ასოციაციას „მომავალი – France”, რომელიც საქართველოში უნარმოკლებულ ბავშვებს ეხმარება.
საღამოზე დამსწრე აუდიტორია თეა მარიამიძის შესრულებით,მოისმენს ფრანგი კომპოზიტორის ო.მესიანის საფორტეპიანო ციკლის ახალ ჩანაწერს „ოცი მზერა ყრმა იესოზე“.

სად: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. 10, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
როდის: 6 აგვისტო | 18:00 საათი

ქალაქგანვითარება: საბჭოური და თანამედროვე პრაქტიკების შედარება
SDMI – საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტი, კომპანია NCD • New City Development-ის მხარდაჭერით მსურველებს სთავაზობს არქიტექტორ-ურბანისტ ლადო ვარდოსანიძის საჯარო ლექციას სთავაზობს თემაზე – „საბჭოთა და თანამედროვე ქართული ქალაქმშენებლობითი ფაქტორების შედარებითი ანალიზი“.

სად: NCD • New City Development, ბაგები, ზურაბ საკანდელიძის ქ. N6
როდის: 6 აგვისტო | 19:00 საათი

დასწრება თავისუფალია.


რიჩიოტის ქართული ტური
საქართველოს ნიდერლანდებიდან ქუჩის სიმფონიური ორკესტრი ანსამბლი „რიჩიოტი“ ეწვევა. ორკესტრი ქართველ ვირტუოზ კლარნეტისტ ლევან ცხადაძესთან ერთად გამართავს კონცერტს.

სად: ფაბრიკა, ნინოშვილის 8
როდის: 9 აგვისტო | 21:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

ასტრონომიის საღამო რიყეზე
საქართველოს ასტრონომიის კლუბის ორგანიზებით ასტრონომიის საღამო მოეწყობა და მსურველები შეძლებენ ტელესკოპის საშუალებით სხვადასხვა ციურ სხეულზე დაკვირვებას.
ასევე გაიმართება საუბრები ასტრონომიაზე, კოსმოლოგიასა და ზოგადად მეცნიერებაზე.

სად: რიყე
როდის: 10 აგვისტო | 21:30 საათი

დასწრება თავისუფალია.

 

 

 

კომენტარი