მსოფლიოს 7 ახალი ქალაქი

მსოფლიოს 7 ახალი ქალაქი

145
გაზიარება

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს ორი მესამედი მხოლოდ ქალაქებში იცხოვრებს. ამ პროგნოზის შესაბამისად, 40-ზე მეტმა ქვეყანამ 2000-იანი წლებიდან ახალი ქალაქების მშენებლობა დაიწყო. ამ დაგეგმილ ქალაქთა უმეტესობა აზიასა და აფრიკაში მდებარეობს. ისინი სავაჭრო ან „სმარტ“, ჭკვიანი ქალაქის სტატუსითაა შექმნილი.

იხილეთ მსოფლიოს 7 უახლესი, განსაკუთრებული და გამორჩეული ქალაქი:

სიანგი 
2012 წელს სამხრეთ კორეამ ახალი ქალაქი „სიანგ სითი“ მოაწყო („ბედნიერი ქალაქი”), რათა ჩაენაცვლებინა დედაქალაქი სეული. ქვეყანა იმედოვნებს, რომ სიანგი, რომელიც რამდენიმე მთავრობის ადმინისტრაციულ ოფისს მოიცავს, დაეხმარება სეულს მოსახლეობის სიმჭიდროვის შემცირებაში. სეულში 26 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 


რავაბი
​პალესტინელებს 1.4 მილიარდი დოლარი დაუჯდათ რავაბის მშენებლობა. ქალაქს ერთი წლის განმავლობაში აშენებდნენ და ამჟამად 3000 ადამიანი ცხოვრობს. რავაბი 40 ათასი ადამიანის საცხოვრებლად მოეწყო.

მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქი
კერძოდ დაფინანსებული, წითელ ზღვასთან არსებული ქალაქი, რომლის დაგეგმარება 2006 წელს დაიწყეს და გათვლილი იყო 2 მილიონი მცხოვრებლისთვის. მეფე აბდულას ქალაქი საუდის არაბეთის ეკონომიკის დივერსიფიცირებისთვის შეიქმნა. მისი მიზანი სასტუმროებისა და სხვადასხვა გასართობი დაწესებულებების ასაშენებლად ინვესტორების მოზიდვაა, რათა ქალაქი ტურისტულ ცენტრად იქცეს საუდის არაბეთში.

ნაიფიიდო

მიანმარის დედაქალაქი ნაიფიიდო 2003 წელს დაარსდა და საკმაოდ განსხვავდება სხვა ქალაქებისგან. მას აქვს საიმედო ელექტროენერგია, სავაჭრო ცენტრები, ზოოპარკი „საფარი“ (სადაც მხეცები გალიებში არ ჰყავთ), თუმცა, საკითხავია, რამდენად არის გათვლილი მოსახლეობაზე, რადგან ეს უკანასკნელი აქ საკმაოდ ღარიბია.

სონგდო

​სეულიდან ერთი საათის სავალ გზაზე, ყვითელ ზღვასთან მდებარე ბიზნეს ქალაქი სონგდო „სმარტ” ქალაქის სტატუს ინარჩუნებს. ამ ეკომეგობრულ ქალაქში მცხოვრებლებს სახლებზე პნევმატური მილები უყენიათ და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მილების დახმარებით პირდაპირ სანაგვე მოწყობილებაში ყრიან. მოსახლეობის რაოდენობა 100 ათასს აღწევს. ქალაქ თავდაპირველად უჭირდა ბიზნეს დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების მშენებლობა. ამ პრობლემების მოსაგვარებელი პროექტი 2002 წელს დაიწყო და 2022 წელს დასრულდება.

ასტანა

1997 წელს ყაზახეთის დედაქალაქი ალმატი ასტანამ ჩაანაცვლა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ასტანის დაგეგმარების პროექტი შეიმუშავა, რომელზეც მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული არქიტექტორები მუშაობდნენ. ქალაქი გამორჩეულია თავისი დეკადენტური, მანათობელი შენობებით. ასტანას თეთრის სახლის დისნეის ვერსიადაც განიხილავენ.

პუტრიჯაია

1995 წელს მალაიზიის ახალი ადმინისტრაციული ცენტრი პუტრიჯაია დაარსდა, რომელიც შემდგომში ფედერალურ ტერიტორიად გამოცხადდა. „ნიუ-იორკ თაიმსის“ თანახმად, ქალაქი ელექტრონული მთავრობის ახალი ფორმის ლაბორატორიის დაარსების მიზნით შეიქმნა.
თუმცა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პუტრიჯიას შექმნისთვის კუალალამპურის მოსახლეობის სიმჭიდროვის პრობლემის გადაჭრა გახლდათ. ამჟამად მალაიზიის ამ ქალაქში პრემიერმინისტრის და სხვა სამთავრობო ადმინისტრაციული ოფისებია წარმოდგენილი.

მოამზადა სალომე ეპიტაშვილმა

კომენტარი