„ცხელი კუნძულის ეფექტი“ – რატომ სჭირდება ქუჩებს ხეები

„ცხელი კუნძულის ეფექტი“ – რატომ სჭირდება ქუჩებს ხეები

305
გაზიარება

რატომ სჭირდება ქუჩებს ხეები და იცით, რამდენი ხეა საჭირო ქუჩების გასაგრილებლად?

ადამიანებისთვის ზაფხულში ყველაზე დიდი მტერი ქუჩის ტროტუარებია, უფრო სწორად ასფალტი – დღის განმავლობაში ძლიერ მზის სხივებს რომ შთანთქავს და ღამით სითბოს ცვალებადობასთან ერთად რომ იწყებს გაგრილებას. ამას ქალაქის, როგორც „ცხელი კუნძულის ეფექტს” უწოდებენ.

თითქმის ყველა ქალაქს აწუხებს ეს პრობლემა, განსაკუთრებით დიდი ქალაქის ქუჩებს, სადაც უფრო მეტი ასფალტია დაგებული. გლობალურ დათბობასთან ერთად, ეს პრობლემა სულ უფრო შემაწუხებელი ხდება მსოფლიოსთვის. ურბანული დაგეგმარების სპეციალისტები ქალაქის, როგორც „ცხელი კუნძულის“ პრობლემის აღმოსაფხვრელად მუდმივად ეძებენ გამოსავალს.
სპეციალისტები ამ პრობლემასთან საბრძოლველად საუკეთესო მეთოდად მიიჩნევენ ხეებს, რომლებიც ბლოკავენ მზის სხივებს და ატმოსფეროში წყლის აორთქლების პროცესს უწყობენ ხელს. შესაბამისად, იმ ადგილას, სადაც ხეები მრავლად გვხვდება, უფრო მეტი სიგრილეა ატმოსფეროში.

​საინტერესოა, რამდენი ხე გვჭირდება აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად?

​შეიძლება სულელურად ჟღერდეს ეს კითხვა, თუმცა პასუხიც საკმაოდ მარტივია: მეტი ხე ყოველთვის უკეთესია ქუჩების გაგრილებისთვის. სწორედ ამიტომ, ვისკონსინის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გაზომვა გადაწყვიტეს.

მათ რამდენიმე ტემპერატურის საზომი სენსორი მოათავსეს ველოსიპედზე და ველოსიპედისტი მედისონის ხეებით დაფარულ ქუჩებში გაუშვეს. შედეგები, რომლებიც ჟურნალ “PNAS”-ში გამოაქვეყნეს, საკმაოდ სასიკეთოა: ასფალტის გაგრილებისთვის ქალაქში საჭიროა მზის სხივების, დაახლოებით, 40%-ით დაფარვა. რაც უფრო მეტი ხე იქნება ქუჩაში, უფრო კარგ გამაგრილებელ ეფექტს მივიღებთ. რა თქმა უნდა, ეს საერთო,ზოგადი მაჩვენებელია.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად შეუძლია ხეებს მეტი გამაგრილებელი ეფექტის მიღება, დამოკიდებულია ადგილობრივ საფარზე. სამი მეოთხედი ნაწილით ნაკლებად ასფალტირებული ტერიტორიის დაფარვა მზის სხივებისგან 2.5 ცელსიუს გრადუსიან გაგრილების ეფექტს გვაძლევს, რასაც იმავეს ვერ ვიტყვით ასფალტის დიდი ნაწილით დაფარულ ტერიტორიაზე.
ასეთ დროს 0.5-დან 1.0-მდე ცელსიუსი გრადუსითაა შესაძლებელი ტემპერატურის შემცირება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ ადგილებში ხეების დამატება არაა საჭირო.
გარდა იმისა, რომ ტემპერატურის ცვლილებას ახდენს, ადამიანთა ჯანმრთელობისთვისაც ძალიან საჭიროა. ამიტომაც ასფალტის აყრის ნაცვლად, უფრო მნიშვნელოვანია ხეების დარგვა და ამგვარად სიცხის დამარცხება.

​ისიც უნდა ითქვას, რომ საუკეთესო ვარიანტში ნაკლები ასფალტი და მეტი ხე კარგი გამოსავალი იქნებოდა ქუჩებში სიცხის შესამცირებლად. ამ იდეალური სურათის ნაცვლად, მკვლევრები ქალაქის დაგეგმარების სპეციალისტებს ურჩევენ, რომ ისეთ ადგილებში დარგონ ხეები, სადაც მზის სხივები ყველაზე მეტი რაოდენობითაა შეღწევადი და არა იმ ადგილებში, სადაც უკვე გვხვდება ხის ჩრდილები.
ცხადია, ნაკლებად განვითარებულ ქალაქებს არ აქვთ მწვანე სივრცეების მოწყობისთვის საჭირო რესურსები. ამიტომ, თუკი სურთ ადამიანებზე ზრუნვა და მათი გადარჩენა, აუცილებელია დაირგოს რაც შეიძლება ბევრი ხე იმ ადგილებში, სადაც საერთოდ არ გვხვდებიან.

​მკვლევრები ერთხმად თანხმდებიან, რომ მეტი მწვანე სივრცე აუმჯობესებს ადამიანთა ცხოვრებას. ხეები ჩრდილავს ჩვენს ეზოებს, სასეირნო ბილიკებსა და სახლებს.
ამგვარად, მნიშვნელოვანია ქუჩების სტრატეგიული დაგეგმარება მთელი რიგი სასიკეთო ცვლილებებისთვის.

მოამზადა სალომე ეპიტაშვილმა

კომენტარი