კუს ტბა – მთაწმინდის სალაშქრო ბილიკის განვითარების კონცეფციაზე დისკუსია მერიაში გაიმართება

კუს ტბა – მთაწმინდის სალაშქრო ბილიკის განვითარების კონცეფციაზე დისკუსია მერიაში გაიმართება

67
გაზიარება

როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური იუწყება, კუს ტბა – მთაწმინდის სალაშქრო ბილიკის განვითარების კონცეფცია შემუშავებულია და მის განსახილველად, დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრა თბილისის მერიაში, 15 აგვისტოს, 14:00 საათზე გაიმართება.

ამავე უწყების ინფორმაციით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის თანამშრომლობის ფარგლებში უკვე გაფორმდა ადგილობრივი გრანტი GIZ-სა და შპს „მწვანე ბორჯომს“ შორის.

თბილისის მერია და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დაინტერესებულ პირებს სთხოვენ, შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინონ 15 აგვისტომდე ელექტრონულ ფოსტაზე: N.burduli@agruni.edu.ge, ან ნაბეჭდი სახით თბილისის მერიაში, ჟიული შარტავას N7-ში.

ბილიკის კონცეფცია და ინფრასტრუქტურის აღწერა შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულებზე:

ბილიკის განვითარების კონცეფცია
ინფრასტრუქტურის აღწერა

კომენტარი