„მწერალთა სახლი“ აღდგა!

„მწერალთა სახლი“ აღდგა!

147
გაზიარება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურის სფეროში მასშტაბურ, კომპლექსურ და რაც მთავარია, ევროკავშირის რეკომენდაციებსა და საქართველოს საჭიროებებზე მორგებული რეფორმისა და სისტემური ცვლილებების ფარგლებში, კულტურის სფეროში მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას აპირებს.

სწორედ, ამ რეფორმის ფარგლებში, ორი სსიპი, წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი ერთიანდება. ამ გაერთიანებას კი, დაერქმევა „მწერალთა სახლი“, რომელსაც ნატა ლომოური უხელმძღვანელებს.

„ამავე რეფორმის თანახმად, იქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელსაც სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელი ფუნქცია დაეკისრება. ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობების და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

კომენტარი