სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა

სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა

86
გაზიარება

სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დაასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი მოეწყო და ასფალტის საფარი 42 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 804 000 ლარი დაიხარჯა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე გზა საერთოდ არ არსებობდა და გადაადგილების თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობა იყო. სამუშაოების შედეგად, ხუთკილომეტრიანი გზა მთლიანად მოვაწესრიგეთ. ასევე, დავამონტაჟეთ განათების ბოძები, რომელიც რამდენიმე დღეში განათდება.  აქ ამოსვლა უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი. ულამაზესი ადგილია, არაჩვეულებრივი ხედებით – არის ბუნებრივი აირი, ხოლო მომავალ წელს წყლის პრობლემა მთლიანად მოგვარდება. ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის არ არსებობს ქალაქის დაყოფა ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად. ჩვენთვის ყველაფერი პრიორიტეტულია, რაც პრობლემას წარმოადგენს. ცხადია, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველაფერი უცებ მოვაგვაროთ, მაგრამ ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით, ყველგან შევდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დეპუტატ ავთანდილ ცინცაძის თქმით, მოსახლეობისთვის აღნიშნული ახალი გზა შვებაა, რადგან ექნებათ ტრანსპორტით გადაადგილების შესაძლებლობა.

„ამ გზის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ მიწების ფასმა უკვე ზრდა დაიწყო, იმის გამო, რომ გზა კაპიტალურად მოწყობილი და ყველანაირი სტანდარტის დაცვით გაკეთებულია. აღსანიშნავიია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ტერიოტიაზე  ბუნებრივი აირიც არის, რომელიც  2016 წლამდე არ არსებობდა, ასევე არ დადიოდა ტრანსპორტი და ეს პრობლემაც ეტაპობრივად გვარდება. აგრეთვე მომავალ წელს წყლის პრობლემა მთლიანად მოგვარდება.“, – განაცხადა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ.
დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები მამუკა მდინარაძე და ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

კომენტარი