თბილისის ათივე რაიონს რეაბილიტირებული სერვისცენტრები ექნება

თბილისის ათივე რაიონს რეაბილიტირებული სერვისცენტრები ექნება

69
გაზიარება

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სამუშაოების შედეგად მოქალაქეებს შეეძლებათ, მუნიციპალური სერვისები მათსავე რაიონში, კომფორტულ გარემოში მიიღონ.

„მინდა შევეხო მნიშვნელოვან თემას. როდესაც უფლებამოსილების განხორციელებას შევუდეგით, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო მუნიციპალური სერვისების დახვეწა-გაძლიერება. რაც მთავარია, კომფორტი უნდა შეგვექმნა მოსახლეობისთვის მუნიციპალური სერვისების მიღების თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ჰქონდა ეს პროექტი ჩაბარებული და მის განხორციელებას ვიწყებთ. მოსახლეობას თავიანთი რაიონების სერვისცენტრებში ექნება შესაძლებლობა, ყველა ის სერვისი მიიღოს, რაც დღეს მერიაში არსებობს. ჩვენ უკვე გავიარეთ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, დასრულდა პროექტირება, დიზაინის მომზადება და როგორც აღვნიშნე, პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მუნიციპალური სერვისცენტრების რეაბილიტაციისა და ახალი მისამართების შესახებ ინფორმაციის მიღება გამგეობების გვერდებზეა შესაძლებელი.

 

 

კომენტარი