თბილისის მერია ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის...

თბილისის მერია ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხს განიხილავს

107
გაზიარება

თბილისის მერია ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის  დამაკავშირებელი დამატებითი ერთდონიანი გზის მშენებლობის საკითხს განიხილავს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კვლევები აჩვენებს, რამდენად შესაძლებელი იქნება აღნიშნული პროექტის განხორციელება.

„ჩვენ განვიხილავთ ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის ერთმანეთთან დაკავშირების საკითხს. იცით, რომ ფრანგული კომპანია „სისტრა“ გვეთანამშრომლება, რათა დედაქალაქში მოწესრიგებული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მარშრუტების მიმართულება. მათ მოგცეს პროექტის სახით დასამუშავებლად, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი განხორციელება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, დაიწყეთ მუშაობა, თუ არის შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება, რომ დადიანის ქუჩა დავაკავშიროთ თამარ მეფის გამზირთან. შესაბამისად, სატრანსპორტო ნაკადები გადმოვა თამარ მეფის ხიდზე. ამჟამად, ცოტნე დადიანის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი არ არსებობს და ვფიქრობთ, ამ გზის მშენებლობა ძალიან მნიშვნელობა იქნება. ალბათ ერთდონიანი პანდუსის პროექტი უნდა განხორციელდეს. ვნახოთ, თუ კვლევები მოგვცემს ამის შესაძლებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარი