კოპენჰაგენის ფერები და სიმშვიდე

კოპენჰაგენის ფერები და სიმშვიდე

101
გაზიარება

თქვენ წინაშეა კოპენჰაგენის სიმშვიდე და ჰარმონია João Albergaria-ს ჩა_ნახატებით მოთხრობილი

Blågårds Plads მულტიკულტურული უბნის, Nørrebro, Blågårds Plads-ის პოპულარული მოედანი მასპინძლობს ქუჩის ბაზრებს, კონცერტებსა და დემონსტრაციებს. იგი განიხილება რაღაც ალტერნატიულ ადგილმდებარეობად, ქალაქის კონტექსტიდან ოდნავ ამოვარდნილად, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ამ რეგიონში არაბი და აფრიკელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს. ასევე აქ მრავალი მაღაზია გვხვდება, რომელიც მეორად ან გადამუშავებულ პროდუქტს ყიდის. ძალიან დატვირთული ადგილია, მაგრამ ხეები სიმშვიდეს და ტროტუარზე ფანტასტიკურ ჩრდილებს ქმნიან.

Gammel Strand
ეს 360 გრადუსიანი ხედი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ამ რეგიონში სამი წელი ვიმუშავე და ეს ნახატი რამდენიმე დღეში შევქმენი. ყოველდღე მე მცირე ნაწილს ვაკეთებდი და ეს იყო ერთგვარი გამოწვევა, რადგან ყველა ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირება მჭირდებოდა.
ნახატში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაგებობაა განთავსებული, როგორებიცაა ნიკოლაი კუნსტალი, პარლამენტი, ეროვნული მუზეუმი, მუზეუმი „ტორვალდენი“ და „ქრისტიანბორგის“ სასახლე. Gammel Strand- ის არეალში მუშაობა იყო პრივილეგია. ის ქალაქის ძალიან ძველი ნაწილია, საოცრად ლამაზი შენობებით. სახელწოდება „ძველ სანაპიროს“ ნიშნავს და აქ ადრე თევზის ბაზარიც იყო.

Ny Carlsberg Glyptotek (ახალი კარლსბერგი) – დანიის სამხატვრო მუზეუმია, რომელიც  კარლ ჯაკობსენმა დაარსა და საზოგადოებისთვის 1906 წელს გაიხსნა. ეს არის კოპენჰაგენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმი, კლასიკური ნამუშევრების და თანამედროვე ხელოვნების დიდი კოლექციით. ექსპონატების შემყურე ბევრჯერ აღფრთოვანებულვარ, მაგრამ ამჯერად ვიფიქრე, რომ პატივი უნდა ვცე ულამაზეს ფორთოხლის შენობას.
მუზეუმი ყოველთვის ხალხმრავალია. შიგნით ულამაზესი ტერასა გვხვდება პალმის ხეებით გარშემორტყმული. ზაფხულში ქალაქში უამრავი ტურისტი იყრის თავს, რომლებიც ყოველთვის პირდაპირ მუზეუმებსა და ტურისტულ რუკებზე და სამგზავრო ვებსაიტებზე მითითებულ ადგილებში მიდიან. ტივოლის (ევროპის უძველესი გასართობი პარკი), გლიტოპტეკსა და ცენტრალურ სადგურსს შორის მდებარე ადგილები ყოველთვის სავსეა ტურისტებით. მე მიყვარს ქალაქის ახალ ვიზიტორებზე დაკვირვება, მათი რეაქციებსა და მოძრაობებზე დაკვირვება სახალისოა. ესკიზის ხატვისას ძალიან ცხელოდა და უბრალოდ მინდოდა ქუჩაში მარტო დავრჩენილიყავი აკოპენჰაგენისთვის ამ იშვიათი ამინდისთვის. ადვილი წარმოსადგენია ისტორიები ხატვის დროს, და მე ხშირად წარმოვიდგენდი იმ ადამიანების ცხოვრებას, ვინც ეს შენობები ააგო და ცარიელი ადგილები შეავსო.


HC Andersens Boulevard
კოპენჰაგენის ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა, ძველი და ახალი შენობების მიქსით. მე მხიბლავს ძველი შენობების ხატვა უამრავი დეკორაციით, ეს ერთგვარი ფაზლია, რომლის ნაწილები ერთმანეთს სწორად უნდა დაუკავშირო. ეს შენობა დაკეტილია და არ ვიცი შიგნით ცხოვრობენ თუ არა მოსახლეები, ოფისია თუ რაიმე სხვა დაწესებულება. თუმცა, ეს საიდუმლო ჩემს წარმოსახვით სამყაროს აძლიერებს.

Havneholmen
​ეს ნავსადგური ისეთ რაიონშია, სადაც ახალი ქალაქი ფართოვდება. უამრავი ახალი, ვულგარული და არასწორი მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ნახატი ერთგვარი ხარკი იყო იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელსაც მოსახლეობამ ნავსადგურის მცირე და ნაკლებად განვითარებული ადგილების შენარჩუნებისთვის გაწია.
სახატავად ყოველთვის მსურს მოვძებნო სადავო ადგილები. ამ შემთხვევაში, ორიგინალური ნავსადგურის სულისკვეთების მცირე ნაშთებია. ადგილი ხელოვნური გახდა, მის გარშემო აშენებული საშინელი ახალი ნაგებობებით. ​სამწუხაროა, რომ ქალაქის ისტორიის ნაწილი ქრება. ვფიქრობ, ნავები, რომლებიც რჩებიან, ჯადოსნურია. ზოგი მათგანი ექსკლუზიურ და ძვირადღირებულ სასტუმროებად იქცა, მაგრამ მაინც არსებობს პორტების ცხოვრების მცირე ნაშთი – მხოლოდ ძალიან ცოტა, მაგრამ რაღაც მაინც გადარჩა. მე ნამდვილად ვაფასებ ამ ძალისხმევას.

Hovedbanegård, Copenhagen Central Station ისევე, როგორც ევროპის დიდი დედაქალაქის ყველა ცენტრალურ სადგური, ესეც თავისებური ადგილია, სადაც უამრავი ადამიანი მოდის და მიდის. სახურავი დამზადებულია ულამაზესი ხის კონსტრუქციისგან, რომელიც ქვის სვეტებზეა დამაგრებული. ​ქალაქის ცენტრალური სადგური არის ადგილი, სადაც მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება.ეს არის შეხვედრების, ახალი წამოწყებებისა და გამგზავრების ადგილი.

ეს ესკიზი გავაკეთე Rundetaarn-ის სახურავზე, ქალაქის ერთ – ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე. კოპენჰაგენი ბინების ქალაქია და შენობების უმეტეს ნაწილს ხუთი ან ექვსზე მეტი სართული არ აქვს. მომწონს, თუ როგორ ქმნის კოშკები შესაძლებელს, შეარჩიო სხვადასხვა მოედნები და ადგილები.
​ზაფხულის მშვენიერი ნათელი დღე იყო.
​კოშკის მწვერვალზე ასვლა შემთხვევით გადავწყვიტე. თავად კოშკის შენობა საკმაოდ მახინჯი და უინტერესოა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ხედი საინტერესო აღმოჩნდებოდა. და მართლაც, ეს იყო ნათელი კოპენჰაგენის შესანიშნავი ხედი. მოედნებზე მდებარე სკვერები და მაღალი სახურავები ჩვეულებრივ ერთვის ქალაქის მნიშვნელოვან შენობებს, მაგალითად, ეკლესიებს, მერიას და სხვა სამოქალაქო შენობებს. თუკი ერთ ამოსავალ წერტილს აირჩევ, მთელი ქალაქის განლაგების წაკითხვაა შესაძლებელი. კოშკები ქალაქის ღერძებს აკავშირებენ და ძველ ქალაქში შესასვლელ საკვანძო წერტილებს აღნიშნავენ.

Frederiksholms Kanal
 
უდიდესი არხია კოპენჰაგენის ცენტრში, რომელიც მე-17 საუკუნეში აშენდა. არხის გასწვრივ არის კოპენჰაგენის საეტაპო ნაგებობები – ქრისტიანბურგის სასახლე, პარლამენტი, ეროვნული მუზეუმი – აგრეთვე ძველი საწყობის შენობები, ლამაზი ხიდები და ასობით ნავი. ამ კონკრეტულ ადგილას, რაც ყველაზე მეტად მომხიბლავი აღმოჩნდა, ნავების მკვეთრი ნათელი ფერები იყო ზამთრის შესაბამის გარემოში. ზამთრის ბნელ დღეებში ნავებში ცხოვრება ჩერდება და გაზაფხულზე ისევ იბრუნებს სასიცოცხლო ციკლს.

Palæ Bar კოპენჰაგენის სიმბოლური ბარია. იმ დღეს, როცა ესკიზი გავაკეთე, შესანიშნავი ჯაზ კონცერტი დამხვდა და პატივი მხვდა წილად, მუსიკალურად გაეფორმებინათ ჩემი შემოქმედებითი პროცესი. უამარავი ხალხი იყრიდა ბარში თავს, თუმცა მე გამიმართლა და მუსიკოსებთან მოვხვდი. ეს სცენის ხატვის უნიკალური შესაძლებლობა იყო. კაფეს ლოგო ბრწყინვალეა – ქალთევზა ესკიზის მარცხენა ზემო კუთხეში – ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოსაც წარმოადგენს.

Sydhavn
ულამაზესი ნავსადგურია ქალაქის ცენტრისგან მოშორებით. აქ ჯერ ისევ ფუნქციონირებს ნავსადგური და ნავებში სახლებიც აქვთ მოწყობილი. ეს ჩემი საყვარელი ადგილია კოპენჰაგენში. თავს სახლში ვგრძნობ და მიყვარს ხალხი, ვინც ამ ადგილას ცხოვრობს.  Sydhavn ქალაქის ოაზისია ძველი სათევზაო ნავსადგურით, რომელიც კოპენჰაგენის სივრცეში იკარგება. ნავების ხატვა სიამოვნების მომგვრელია. ნავებს თავიანთი სული აქვთ, ამბებს გვიყვებიან და ძალიან მხიბლავს ამ ისტორიების ამოცნობა.

Tivoli 
უძველესი გასართობი პარკია ევროპაში და დანიელები ამით ძალიან ამაყობენ. ქალაქის სიმბოლოების მოხაზვა ყოველთვის გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა. შევეცადე შენობის საერთო ხედვით შემედგინა ესკიზი და გამოვიყენე „თევზის თვალის“ პერსპექტივა, რაც გამოხატულ დინამიურ გრამატიკას აძლევს ნახატს.


Vaenedamsvej 
​ერთი დატვირთული სავაჭრო ქუჩაა ვესტერბროსში: უზარმაზარი კაფეები და მაღაზიები, სადაც თითქმის ყველაფერი იყიდება, ერთმანეთის მიყოლებით არიან ჩამწკრივებულნი. კოპენჰაგენის მოსახლეობა ამ ქუჩაზე საჭირო ნივთების შესაძენად და განსატვირთად მიდის. აქ არაფერია მოსაწყენი, მაღაზიები და კაფეები დინამიურია. ყველგან ველოსიპედი დგას და რა თქმა უნდა კაფეები – კარგი ამინდის შემთხვევაში გარეთ გამოტანილი მაგიდებით. ​ეს ადგილი განსაკუთრებით საინტერესოა არქიტექტურული მრავალფეროვნებით. მომწონს შენობათა მრავალფეროვნება ქალაქის ამ კუთხეში, ისინი ქალაქს აცოცხლებენ და დინამიურს ხდიან.

მოამზადა სალომე ეპიტაშვილმა

კომენტარი