„კოსმო პარკი“ – ცაში გამოკიდებული სოფელი

„კოსმო პარკი“ – ცაში გამოკიდებული სოფელი

36
გაზიარება

დღეს „კოსმო პარკის“ მცხოვრებლები ჩვეულ რეჟიმში რწყავენ ყვავილებს, ასეირნებენ ძაღლებს სუფთა ასფალტის გზებზებავშვები ველოსიპედებით სეირნობენ, ბუნგალოებიან აუზში გრილდებიან. თანამედროვე ბინების ეზოებში ბარბექიუს აწყობენ და ოჯახის წევრები სასადილოდ იკრიბებიან

ერთი შეხედვით, ჩვენ წინაშეა ქალაქის რომელიმე ქუჩის მცხოვრებელთა ჩვეული მშვიდიიდილიური გარემო, თუმცაკოსმო პარკის“ მცხოვრებლები ამ იდილიას სავაჭრო და საპარკინგე შენობის მე-10 სართულზე გაშენებულ სოფელში განიცდიან.

სოფელი ცაში სადაც ნორმალური ცხოვრება არანორმალურ სიმაღლეზე ვითარდება. სოფელს გარშემო მაღალი ლითონის ღობე აკრავს, რათა მცხოვრებლებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ღობის მიღმა შეგიძლიათ ქალაქის ღირსშესანიშნაობების ლამაზი ხედებით დატკბეთ

კოსმო პარკი“ 10 წლის წინ ააშენეს, მაგრამ მსოფლიოსთვის ეს ფაქტი სულ რაღაც ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, როდესაც დრონით გადაღებული ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებში

ჯაკარტას  მუდმივად აწუხებს წყალდიდობის, მცხოვრებელთა უზარმაზარი რაოდენობის (10 მილიონი) გამო გზებზე საცობის პრობლემები. ცხადია, ეს ყველაფერი მწვავედ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე
საინტერესოაკოსმო პარკი“ პოსტმოდერნისტული დისტოპიის სახეობაა თუ ურბანული სივრცის ათვისების გენიოსური იდეაამიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს ამ სოფელს, მისი მცხოვრებლები პარკის იდეალურ მიმოხილვას გვთავაზობენ

ეს მშვენიერი ოაზისია, საკმარის სიტყვებს ვერ ვიპოვნი, რომ იდეალურად აღვწერო ჩვენი დასახლება. აქ საკმაოდ დიდი სივრცეა, ბევრი მცენარე, აუზი, ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები. ჩემს შვილს უსაფრთხოდ შეუძლია გზებზე ველოსიპედით სეირნობა“, ამბობს ერთერთი რეზიდენტი, რომელიც უკვე 6 წელია, რაცკოსმო პარკში“ ცხოვრობს.
მოამზადა სალომე ეპიტაშვილმა

კომენტარი