7 აგვისტოს ცნობები მერიიდან

7 აგვისტოს ცნობები მერიიდან

204
გაზიარება

ახალი ამბები მოკლედ დღევანდელი მთავრობის სხდომიდან.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ 7 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

1. თბილისის ათივე რაიონს რეაბილიტირებული სერვისცენტრები ექნება

მუნიციპალური სერვისცენტრების რეაბილიტაციისა და ახალი მისამართების შესახებ ინფორმაციის მიღება გამგეობების გვერდებზეა შესაძლებელი.

2. უსაფრთხოების ნორმების დარღვევა პროვაიდერებისა და კონტრაქტორი კომპანიების დაჯარიმებას გამოიწვევს 

  • იურიდიული პირების მიერ უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 3 000 ლარს შეადგენს, იგივე დარღვევა ისტორიული შეზღუდვის ზონებში 6 000-ლარიან ჯარიმას იწვევს.
  • რაც შეეხება ფიზიკური პირებს, ეს თანხა 1 000 ლარია, ხოლო ისტორიულ ზონაში უსაფრთხოების ნორმის დაუცველობა ფიზიკურ პირს 2 000-ლარიან პასუხისმგებლობას დააკისრებს.

3. თბილისის მერია ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის  დამაკავშირებელი დამატებითი ერთდონიანი გზის მშენებლობის საკითხს განიხილავს

კახა კალაძე: „ჩვენ განვიხილავთ ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის ერთმანეთთან დაკავშირების საკითხს. იცით, რომ ფრანგული კომპანია „სისტრა“ გვეთანამშრომლება, რათა დედაქალაქში მოწესრიგებული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მარშრუტების მიმართულება. მათ მოგცეს პროექტის სახით დასამუშავებლად, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი განხორციელება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, დაიწყეთ მუშაობა, თუ არის შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება, რომ დადიანის ქუჩა დავაკავშიროთ თამარ მეფის გამზირთან“. 

4. ტაქსის მომსახურების გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

ტაქსის მომსახურების გადახდა მობილური ტელეფონის საშუალებით – QR კოდითაც იქნება შესაძლებელი, რომელიც A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს საქართველოს ბანკისგან უფასოდ გადაეცემათ. კოდი პირდაპირ მიბმული იქნება მძღოლის საბანკო ანგარიშთან და გადახდილი თანხა მას ჩაერიცხება. ამ გზით, მძღოლი ერთგვარ საბანკო ისტორიასაც შეიქმნის.

5. 10 აგვისტოს ტაქსებზე ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემის ვადა იწურება

კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერების მიღების პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge-ზე, სადაც დეტალურად მიიღებთ ინფორმაციას, თუ სად არის შესაძლებელი, როგორც ფირის გადაკვრის, ასევე, ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება.

კომენტარი