ათი ქალაქი ჰაერის მაღალი ხარისხის მაჩვენებლით

ათი ქალაქი ჰაერის მაღალი ხარისხის მაჩვენებლით

107
გაზიარება

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რუკა გვეუბნება, ყველაზე სუფთა ჰაერი კანადაში, აშშ-ში, ევროპისა (განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში) ქვეყნებსა და ავსტრალიაშია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, „სითი კვირა“ გთავაზობთ იმ ქალაქების ჩამონათვალს, სადაც ჰაერში ოზონის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების ნაწილაკების ყველაზე მცირე რაოდენობა გვხვდება.

ყველაზე სუფთა ჰაერი კანადის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ვაითჰორსშია (იუკონი). ქალაქის მერის განცხადებით, უამრავი ადამიანი მოდის ჩრდილოეთით სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად და აღფრთოვანებულები რჩებიან. ვაითჰორსი მუდამ მზად არის უმასპინძლოს უამრავ ადამიანს, ვისაც მძაფრი სურვილი აქვს მსოფლიოში ყველაზე სუფთა ჰაერი ისუნთქოს.
ქალაქი მკაცრ რეგულაციებს აწესებს სუფთა ჰაერის შესანარჩუნებლად და მადლობელია იმ მცირე მოსახლეობის, რომელიც მუდამ მზად არის დაიცვას გარემო და ქალაქს სუფთა ჰაერი შეუნარჩუნოს.

Yukon River near Whitehorse

ნიუ-მექსიკოს დედაქალაქი ამერიკაში ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა, სადაც დამაბინძურებელი მტვრის ნაწილაკების ყველაზე მცირე რაოდენობა ხვდება ჰაერში. 1,5 მილიონ ჰექტარ ტყეში მდებარე რეგიონის ქალაქს ღია ცის ქვეშ ხის დაწვის მკაცრი რეგულაციები აქვს დაწესებული. გარდა ამისა, სანტა ფე დასახელებულია იუნესკოს სიაში, როგორც  კრეატიულ და შემოქმედებით ქალაქად.

Old town Santa Fe

ჰონოლულო ჰავაურ ენაზე ნიშნავს „თავშესაფარ სახლს“ ან „თავშესაფრის ადგილს“. ჰონოლულუ დაახლოებით 2 000 მილით არის დაშორებული აშშ-დან, რომლის მიღმაც ნახშირის ნაწილაკები სამუდამოდ გამქრალნი არიან. აქ არსებული სატრანსპორტო სისტემაც მორგებულია ისე, რომ ჰაერი საერთოდ არ დაბინძურდეს.

გრით ფოლსი, მონტანა – გამორჩეულია ბუნების სიდიადით, საფეხმავლო ბილიკებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ჰაერით. ქალაქის მცხოვრებლები ჰაერის გაწმენდისთვის ბევრს მუშაობდნენ. წარმატებით შეაჩერეს 250 მეგავატი ნახშირის საწვავის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც წელიწადში 2.1 მილიონ ტონა ნახშირბადის გამონაბოლქვს გამოყოფდა ჰაერში. ენერგოკომპანიამ განაცხადა, რომ ამის ნაცვლად აშენებდა 120 მეგავატ ბუნებრივი გაზის გამომმუშავებელ ქარხანას.


კალაგარი,
კანადა – ქალაქი გამოირჩევა სწორი ურბანული დაგეგმარებით, ტრანსპორტის სწორად შემუშავებული პოლიტიკითა და ნარჩენების გადამუშავებით. ქალაქს აქვს სამი ნაგავსაყრელი, ნარჩენებს ამუშავებს და ბიოდეგრადირებად პროდუქტებად გარდაქმნის.

Calgary , Alberta, Canada Aerial

ოტავა, კანადა – ქალაქს შემუშავებული აქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ყოველ გაზაფხულზე 60 ათასი მოხალისე ერთვება პარკებისა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დასასუფთავებლად.

The Rideau Canal in Ottawa, Canada

ჰელსინკი, ფინეთის დედაქალაქი – ყველაზე სუფთა ქალაქია ევროპაში იმ მკაცრი რეგულაციების წყალობით, რაც მანქანებსა და ქარხნებზეა დაწესებული. მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში დამაბინძურებელი ნაწილაკების ნახევარზე მეტი სხვა ქვეყნებიდან მოდის. ქალაქს, საცობების თავიდან ასაცილებლად, ფართო ქუჩები აქვს და როდესაც ჰაერის ხარისხი ეცემა, მოსახლეობა უმეტესად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება.

Capital City of Finland, Helsinki

სტოკჰოლმი, შვედეთის დედაქალაქი – ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია სუფთა ჰაერის მაჩვენებლით, რაც აქ განვითარებულ ტრანსპორტზეა დამოკიდებული. ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა მანქანები გადაადგილდებიან და არ გამოყოფენ გარემოსთვის საზიანო მტვრის ნაწილაკებს. ასე, რომ ამ ქალაქში ფეხით სეირნობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

Stockholm archipelago

გერმანიის მახლობლად, შვეიცარიის ჩრდილოეთ საზღვარზე მდებარე ქალაქ ციურიხს  მატარებლების, კატარღების, ავტობუსების და ტრამვაების კარგად განვითარებული და საკმაოდ ეფექტური სატრანსპორტო სისტემა გააჩნია. ქალაქი ასევე ხელს უწყობს ველოსიპედით სიარულს. აქ მრავალი ინოვაციური მეთოდი სცადეს ჰაერის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად, მაგალითად, ქალაქში მოძრაობს მობილური სენსორებით აღჭურვილი ავტობუსები, რათა მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს ესიამოვნათ ქალაქის არქიტექტურული და კულტურული ღირსშესანიშნაობათა და ტბების ხედებით.

Zuerich City

ესტონეთის დედაქალაქ ტალინს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ჰაერისსაუკეთესო ხარისხის მაჩვენებელი აქვს. ქვეყნის ნახევარზე მეტი ხეებითაა დაფარული.

blue sky and white fluffy clouds over the autumn old town

მოამზადა სალომე ეპიტაშვილმა

კომენტარი