„მოსკოვის გამზირს სახელს ვერ გადავარქმევთ ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმების გარეშე“ – თინათინ ნიბლოშვილი

„მოსკოვის გამზირს სახელს ვერ გადავარქმევთ ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმების გარეშე“ – თინათინ ნიბლოშვილი

1110
გაზიარება

7 აგვისტოს, აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია“ თბილისში, მოსკოვის გამზირზე აქცია-პერფორმანსი გამართა.
სამოქალაქო აქტივისტებმა მოსკოვის გამზირზე მიიტანეს აბრები, რომლებზეც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 170 მეომრის სახელები და გვარები წერია. ასე გააპროტესტეს აქტივისტებმა მოსკოვის გამზირის სახელწოდება.

„სითი კვირა“ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს თინათინ ნიბლოშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, დგას თუ არა დღის წესრიგში მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლა.

როგორც ნიბლოშვილმა გვითხრა, მოსკოვის გამზირზე რამდენიმე თვის წინ ჩატარებული აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარი წინააღმდეგია მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლის. მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე, კომისია გამზირს სახელს ვერ შეუცვლის.

„ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია და მზაობა საკრებულოს მხრიდან, რომ ამ საკითხზე მუშაობისთვის მზად ვართ და ამ მიმართულებით გარკვეული ტიპის პროცედურები უკვე არის ჩატარებული. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელიც 10 000-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში აუცილებელია, რადგან შეუძლებელია, ადამიანს შეუცვალო მისამართი და მისი პოზიცია არ იცოდე. ეს იყო ერთგვარი აზრის კვლევა, სადაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, შემიძლია ვთქვა, რომ გამოკითხულთა ნახევარი პირდაპირ, ცალსახად არ ეთანხმება მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლას. რაოდენობა არსებობს, ვინც ეთანხმება. ამიტომ ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივების სურვილი და პირველ რიგში, ეს უნდა იყოს მათთან შეთანხმებული“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

 

კომენტარი