რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი სოფრომაძის ქუჩა გაიხსნა

57
გაზიარება

თბილისის საკრებულოს  სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩა და მასთან არსებული სამი შესახვევი, რომლებსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭა, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, ისნის რაიონის გამგებელი, თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და უშანგი (შმაგი) სოფრომაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის სახელობის ქუჩის გახსნა დღევანდელ დღეს სიმბოლურად მოხდა. მისივე თქმით, ამ ფორმით, თბილისის საკრებულომ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

„11 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომს  ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ.  თითოეული მათგანის ისტორია ჩვენი ქვეყნის ძლიერებაა.  დღეს ერთ-ერთი გამორჩეული გმირის, შმაგი სოფრომაძის სახელის უკვდავსაყოფად, მისი სახელობის ქუჩა გავხსენით. ჩვენი ვალია, რომ ქალაქს და ისტორიას გმირების სახელები შემოვუნახოთ“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ქუჩას, რუსეთ-საქართველოს ომის გმირის სახელი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ 2018 წლის, 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიანიჭა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, საკრებულო ომის თემატიკაზე  მუდმივად მუშაობს და  გეოგრაფიულ ობიექტებს გმირთა სახელებს ხშირად ანიჭებს. მისივე თქმით, შმაგი სოფრომაძე ერთ-ერთი გამორჩეული გმირია, რომელმაც ქვეყანას  თავი შესწირა და მის მთავარ სიმბოლოს, სიცოცხლის ფასად არ გადააბიჯა.

„საქართველო მუდმივად დგას ისეთი ადამიანების პირად ისტორიებზე, როგორიც აგვისტოს ომის გმირი შმაგი სოფრომაძე იყო. სიმბოლურია ის ადგილი, რომელსაც  გმირის სახელი მიენიჭა. ეს არის ე.წ სამხედრო ქალაქის ტერიტორია. მე მჯერა, რომ გავა დრო და

თბილისის საკრებულოს  სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩა და მასთან არსებული სამი შესახვევი, რომლებსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭა, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, ისნის რაიონის გამგებელი, თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და უშანგი (შმაგი) სოფრომაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის სახელობის ქუჩის გახსნა დღევანდელ დღეს სიმბოლურად მოხდა. მისივე თქმით, ამ ფორმით, თბილისის საკრებულომ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

„11 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომს  ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ.  თითოეული მათგანის ისტორია ჩვენი ქვეყნის ძლიერებაა.  დღეს ერთ-ერთი გამორჩეული გმირის, შმაგი სოფრომაძის სახელის უკვდავსაყოფად, მისი სახელობის ქუჩა გავხსენით. ჩვენი ვალია, რომ ქალაქს და ისტორიას გმირების სახელები შემოვუნახოთ“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ქუჩას, რუსეთ-საქართველოს ომის გმირის სახელი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ 2018 წლის, 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიანიჭა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, საკრებულო ომის თემატიკაზე  მუდმივად მუშაობს და  გეოგრაფიულ ობიექტებს გმირთა სახელებს ხშირად ანიჭებს. მისივე თქმით, შმაგი სოფრომაძე ერთ-ერთი გამორჩეული გმირია, რომელმაც ქვეყანას  თავი შესწირა და მის მთავარ სიმბოლოს, სიცოცხლის ფასად არ გადააბიჯა.

„საქართველო მუდმივად დგას ისეთი ადამიანების პირად ისტორიებზე, როგორიც აგვისტოს ომის გმირი შმაგი სოფრომაძე იყო. სიმბოლურია ის ადგილი, რომელსაც  გმირის სახელი მიენიჭა. ეს არის ე.წ სამხედრო ქალაქის ტერიტორია. მე მჯერა, რომ გავა დრო და შმაგი სოფრომაძის ქუჩაზე, ძალიან ბევრი თავისუფლებაზე შეყვარებული ახალგაზრდა გაიზრდება“ – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

უმცროსი სერჟანტი, უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 1983 წლის, 5 ივნისს სოფელ ძევრში დაიბადა. იგი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში  მსახურობდა.  დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას იგი ტყვედ ჩავარდა. უშანგი (შმაგი) სოფრომაძეს   რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ. სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის თქმის შემდეგ,  კი დახვრიტეს.

კომენტარი