ბავშვებისთვის შექმნილი მინიატურული „უსაფრთხო ქალაქი“

ბავშვებისთვის შექმნილი მინიატურული „უსაფრთხო ქალაქი“

152
გაზიარება

ამერიკაში 1930-იანი წლებიდან მოყოლებული სპეციალურად ბავშვებისთვის იქმნებოდა სივრცეები, სადაც მათ ველოსიპედის ტარებასა და გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილებას ასწავლიდნენ. დღესდღეობით ბავშვებისთვის განკუთვნილი ასეთი სივრცეები უფრო დაიხვეწა, განვითარდა და მინიატურულ ქალაქებად იქცა.

​წარმოიდგინეთ ნიუ-იორკის პატარა დასახლება ეშვილი, სადაც „მაკდონალდის“ პატარა კუთხეა მოწყობილი, იქვე „ვოლმარტის“ მაღაზია და ქუჩის ცენტრალურ ადგილას „ტიმ ჰორტონის“ კაფეც გვხვდება. თუმცა, ეს დასახლება არ შეესაბამება რეალობას, მინიატურულია და მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი.

Photo by Tim Boyle/Getty Images

​ეს არის სასწავლო ქალაქი, სახელწოდებით “Chautauqua”, კონტროლირებადი გარემო, სადაც ამერიკელები ბავშვებს გზაზე უსაფრთხოდ სიარულის წესებს და ველოსიპედის ტარებას ასწავლიან. ​მას შემდეგ რაც ეს მინი ქალაქი გაიხსნა, 2010 წლიდან 26 ათასზე მეტი ბავშვი ესტუმრა.

„ბავშვები უკეთესად სწავლობენ, ასე, რომ თუ მათ რეალურთან მიახლოებულ გარემოს შევუქმნით, ისინი უფრო მარტივად აღიქვამენ მიღებულ ინფორმაციას და გაუადვილდებათ სწავლა”, – აღნიშნა მინიატურული ქალაქის დირექტორმა.

მეხუთე კლასის მოსწავლეების ჩათვლით, სასწავლო ქალაქში მოსული ბავშვებისთვის გაკვეთილები თეორიული მასალის ახსნით იწყება. პატარები ინფორმაციას იღებენ საგზაო ნიშნების შესახებ, განიხილავენ გზაზე მოძრაობის წესებს, მაგალითად, როგორ გადაადგილდნენ სარკინიგზო გზაზე უსაფრთხოდ. შემდეგ კი, გარეთა კონტროლირებად სივრცეში უტარდებათ პრაქტიკული გაკვეთილები.
სტუდენტებს ველოსიპედებისთვის სპეციალურ დამცავ აღჭურვილობას ურიგებენ და უხსნიან, როგორ უნდა მოირგონ სწორად და რა სიმაღლეზე უნდა მოთავსდნენ, რათა დაცულად იგრძნონ თავი.

ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 15 მუდმივმოქმედი „უსაფრთხოების ქალაქი“ არსებობს. ეს ქალაქები ხშირად პოლიციის და ხანძარსაწინააღმდეგო განყოფილებებთან, სკოლის უბნებსა და ადგილობრივ სამოქალაქო ჯგუფებთან თანამშრომლობენ.

„უსაფრთხოების ქალაქები“ , როგორც წესი, ბევრად უფრო დიდი და ყოვლისმომცველია, ვიდრე „საგზაო ბაღები”. მაგალითად, Chautauqua გვთავაზობს პროგრამირებას ხანძარსაწინააღმდეგო და იარაღის  უსაფრთხოების შესახებ.

ორივე ტიპის ინსტალაციაში, მთავარი მიზანი ერთია: რეალური ცხოვრების სიტუაციების ან ქუჩის პეიზაჟების სიმულაცია, რათა ბავშვებმა უსაფრთხოდ გადაადგილება ისწავლონ.

თარგმნა სალომე ეპიტაშვილმა

კომენტარი