დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტები

დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტები

65
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობის ცნობით, მათ მიერ 2019 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტები შემდეგია:

1. საგზაო ინფრასტრუქტურა 35 946 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;

2. 11 მისამართზე დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა;

3. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 5 მისამართზე შესრულდა;

4. მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები 97 მისამართზე ჩატარდა;

5. მიწისქვეშა კომუნიკაციები 7 მისამართზე მოწესრიგდა;

6. მოსახლეობის მოთხოვნით, 1 მისამართზე განხორციელდა 6 ავტოფარეხის დემონტაჟი, სადაც მოსასვენებელი სივრცე მოეწყო;

7. 25 მისამართზე დამონტაჟდა ფიტნეს ტრენაჟორები;

8. უსაფრთხოების მოაჯირები 6 მისამართზე მოეწყო;

9. კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაო 14 მისამართზე ჩატარდა;

10. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 51 პროექტი განხორციელდა;

11. ჩატარდა 7 სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება;

12. 2019 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 5 988 379 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი