კრწანისის რაიონის გამგეობა რაიონში განხორციელებული პროექტების 6-თვიან ანგარიშს აქვეყნებს

კრწანისის რაიონის გამგეობა რაიონში განხორციელებული პროექტების 6-თვიან ანგარიშს აქვეყნებს

72
გაზიარება

2019 წლის 6 თვის განმავლობაში კრწანისის რაიონში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში 5 910 717 ლარი დაიხარჯა.

6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტები:

  • საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 27 367 კვ.მ ფართობზე;
  • სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 5 მისამართზე განხორციელდა – გრიშაშვილის ქუჩაზე ახალი, ინოვაციური სკვერი მოეწყო;
  • საბავშვო მოედნების მოწყობის სამუშაოები 2 მისამართზე ჩატარდა;
  • გრუნტის დამჭერი კედელი 13 მისამართზე მოეწყო;
  • სამ მისამართზე დამონტაჟდა უსაფრთხოების მოაჯირები;
  • მიწისქვეშა კომუნიკაციები 4 მისამართზე მოწესრიგდა;
  • ზემო ფონიჭალაში მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა;
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, ჩატარდა 7 ღონისძიება;
  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 32 პროექტი განხორციელდა;
  • სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 40 მისამართზე ჩატარდა;
  • გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 115 მისამართზე შესრულდა;

კომენტარი