ხეების დარგვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მწვანე სივრცის მოწყობა

ხეების დარგვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მწვანე სივრცის მოწყობა

206
გაზიარება
A man sleeps under the shade of a tree on a hot summer day at a public park in New Delhi, India, June 13, 2019. REUTERS/Anushree Fadnavis - RC1C238FCD40

ბოლო წლების განმავლობაში, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ უხვად გამწვანებულ ადგილებში ცხოვრება ადამიანთა ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. ეს აისახება ჩვენს ორგანიზმზე, კოგნიტურ უნარებზე, გულის მოქმედებასა და ენერგოტონუსზე. თუმცა, ყველა გამწვანებულ სივრცეზე ამას ვერ ვიტყვით.

​ავსტრალიის კვლევითმა ცენტრმა დაადასტურა, რომ იმ ადგილებში უმჯობესდება ადამიანთა ჯანმრთელობა, სადაც  ხეების მთელი რიგი გვხვდება უხვად.

„ადამიანთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია ხეების დაცვა და მოვლა, ვიდრე ურბანული გამწვანებები“,- აღნიშნავენ ვოლონგონგის უნივერსიტეტის მკვლევარები.

მათ ავსტრალიის სამი რეგიონის მოსახლეობაზე კვლევა ჩაატარეს. გამოკითხეს ხანდაზმულები ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაადგინეს შემდეგი.

იმ ადგილებში, სადაც მხოლოდ მწვანე საფარი გვხვდებოდა პატარა ზომის ნარგავებითა და მცენარეებით, ადამიანებს მეტად აწუხებდათ ფსიქიკური და სხვა სახის პრობლემები.

იმ ადგილებში, სადაც ხეების დიდი რაოდენობა შეინიშნებოდა, გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა არ უჩიოდა ფსიქიკურ აშლილობებს ან სუსტ ჯანმრთელობას. 

როგორც კვლევამ დაადგინა, ხეები, გარდა იმისა, რომ ზაფხულის მწველი სიცხისგან იცავს მოსახლეობას და ქუჩებს აგრილებს, ხმაურსაც ამცირებს და ადამიანის ნერვულ სისტემასაც ამშვიდებს.

შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ ხეების დაცვა და დარგვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მწვანე სივრცის მოწყობა, რაც გულისხმობს ბალახის, მცენარეების და სხვადასხვა ტიპის ნარგავების კულტივირებას.

მოამზადა სალომე ეპიტაშვილმა

კომენტარი