კვირის აფიშა

კვირის აფიშა

122
გაზიარება

„სითი კვირა“ გამცნობთ იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ მიმდინარე კვირაში:

Poetry Night : We’re reading our favorite poems
„თანამედროვე ცხოვრების სტილი და ამბის თხრობა თანდათან დასცილდა პოეზიას. პოეზია, როგორც ფორმა, ჰარმონიასთან ასოცირდება და მის ნაკლებობას ხშირად ვგრძნობთ.
პოეზის უნივერსალურ ენაზე მთელი მსოფლიო საუბრობს, თუმცა ხშირად გვიჭირს პოეზიის ენით საუბარი და თვითგამოხატვა – ამიტომაც გვინდა მოგიწვიოთ ფაბრიკის სახურავზე და წავიკითხოთ ჩვენი საყვარელი ლექსები, სხვადასხვა ავტორებისგან, სხვადასხვა ენაზე, შემოვუშვათ მეტი პოეზია ჩვენში.
არ გვექნება სცენა, არ მოვიწვევთ კონკრეტულ ადამიანებს და ექსპერტებს – ყველა ერთად დავსხდებით და ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენ საყვარელ ლექსებს ნებისმიერ ენაზე.
ლექსის წაკითხვა არ ნიშნავს მხატვრულად წაკითხვას, როგორც ჟღერს ეს ლექსი ჩვენთვის ბუნებრივად, ისე წავიკითხავთ“.

სად: ფაბრიკა, ე.ნინოშვილის 8
როდის: 12 აგვისტო | 20:00–22:00 სთ

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.


მარიო ვარგას ლიოსას ეპოქალური რომანის წარდგენა
მარიო ვარგას ლიოსას რომანი „საუბარი კათედრალში“ 1969 წელს გამოქვეყნდა. წიგნში აღწერილია პერუელი დიქტატორის – მანუელ ოდრიას (1948-1956) ძალადობრივი ეპოქა. მწერალი დიდი მხატვრული ოსტატობით მოგვითხრობს კორუმპირებული და უსამართლო სისტემის მანკიერებებზე.
რომანის გმირები, სანტიაგო და ამბროსიო, წლების შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. მათი ხანგრძლივი, გულწრფელი საუბრის ფონზე, მწერალი აღწერს იმ ისტორიულ მოვლენებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა პერუს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. თხრობის რთული ტექნიკა, დინამიკურობა, მრავალშრიანი დიალოგები და მოგონებები წიგნის მთავარი მხატვრული ღირსებაა.
„საუბარი კათედრალში“ თანამედროვე ესპანურენოვანი კლასიკის საუკეთესო ნიმუშია.

სად: ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ჭავჭავაძის გამზირი 32.
როდის: 12 აგვისტო | 19:00სთ

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.


ქეთი დავლიანიძის აფხაზეთი
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას – ქეთი დავლიანიძის აფხაზეთი. ექსპოზიცია ანტისაოკუპაციო აქცენტით, აფხაზეთის თემაზეა და სიმბოლურად აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეძღვნება. ავტორს აფხაზეთთან პირადი ისტორია და სახლი აკავშირებს. პეიზაჟების და ემოციების გახსენება ფერებით მხატვრისთვის ერთგვარი გზაა მისი წილი აფხაზეთის დასაბრუნებლად.

სად: ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 7

როდის: 13 აგვისტო | 10:00 სთ


ჯანსაღი ფსიქიკის თვითდახმარების ჯგუფი | სესია 2: აგრესია
კაფე „ცისკარმა“ და ორგანიზაცია „კამარამ“ დააფუძნეს ჯანსაღი ფსიქიკის თვითდახმარების ჯგუფი. 
ამჯერად სესიის თემაა „აგრესია“.

სად: კუს ტბა, კაფე „ცისკარი“
როდის: 15 აგვისტო | 20:30 სთ

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.


ბლანკისთვის
სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბლანკის სინევიური სარკომის დასამარცხებლად მისი მეგობრები აწყობენ აუქციონს.
მსურველებს შეუძლიათ მიიტანონ ნახატები, ფოტოები, ხელნაკეთები, სასუსნავები ა.შ.
მოგროვებული თანხა გადაეცემა მარიამს.

სად: ახალი მზიური, მზიურის პარკი,  ჭავჭავაძის I ჩიხი 23
როდის: 15 აგვისტო | 20:00 სთ

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.


თვეები/ანდრო დადიანის <ივნისი>
“ღია სივრცე” წარმოგიდგენთ ახალ პროექტს „თვეები“
პროექტის ფარგლებში ყოველთვიურად, სხვადასხვა ავტორი თავისი თვალთახედვით შეაფასებს გასულ თვეს. პირველი ავტორია გიორგი მაისურაძე.
ტექსტები, როგორც წერილები განთავსდება „ღია სივრცის“ ფოიეში, სპეციალურ სტენდზე.
„ღია სივრცეში“ მოსულ მაყურებელს/დამთვალიერებელს შეეძლება გახდეს წერილის ადრესატი და სურვილის შემთხვევაში ტექსტი თან წაიღოს.

სად: „ღია სივრცე“, ბერი გაბრიელ სალოსის 1
როდის: 16 აგვისტო | 20:00 სთ

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 



კომენტარი