სახალხო დღესასწაული „წყნეთობა 2019“ გაიმართა

სახალხო დღესასწაული „წყნეთობა 2019“ გაიმართა

141
გაზიარება

ვაკის რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, წყნეთში სახალხო დღესასწაული „წყნეთობა 2019“ აღინიშნა.

„წყნეთობის“ ტრადიციის მიხედვით, ზეიმის ძირითადი ნაწილი ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრებას ეთმობა, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა. შეჯიბრება სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდა. გამარჯვებულებს მედლები, თასები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ.

გარდა ამისა, ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოეწყო ქიმიური ლაბორატორიის შოუ, რობოტის შოუ, ილუზიონისტის წარმოდგენა. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ტერიტორიაზე მოქმედებდა სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი.
„წყნეთობა 2019“-ს ადგილობრივებთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდა.

„ძალიან მიხარია, რომ სახალხო დღესასწაულის ტრადიცია გრძელდება. ვაკის რაიონის გამგეობა კი ხელს უწყობს, რომ ეს დღე წყნეთელებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. „წყნეთობას“ სპორტული აქტივობის – ჭიდაობის გარდა, ბავშვებისთვის სხვადასხვა წარმოდგენის ორგანიზება და გასართობი კუთხის მოწყობა ხდება. დღესაც,  ეს დღესასწაული შედგა“, – განაცხადა ვაკის რაინის გამგებელმა.
სახალხო დღესასწაული „წყნეთობა“ 1997 წლიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით აღინიშნება.

კომენტარი